"მილანი": დიდიე დროგბა თუ მარიო ბალოტელი?

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ სილვიო ბერლუსკონიმ ხმაურიანი ტრანსფერები გამორიცხა, "მილანის" გარშემო მაინც უამრავი ჭორ-მართალი ვრცელდება.

ყველაზე ხშირად მარიო ბალოტელის და დიდიე დროგბას ახსენებენ, რომლებიც ლომბარდიულ გრანდში გადაბარგების კანდიდატებად ითვლებიან. ამ თემაზე კომენტარი თვით გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გააკეთა:

"ჯერ რობინიოს და ალეშანდრე პატოს ბედია გასარკვევი, შემდეგ კი შესაძლო შენაძენებზეც შეიძლება ფიქრი. უნდა გავიგოთ, რჩებიან თუ ტოვებენ გუნდს ბრაზილიელი შემტევები.

სავარაუდოდ, მოგვიწევს ერთი ფორვარდის დამატება, თუმცა ვინ იქნება ის ერთი, ჩემთვის უცნობია. მარიო ბალოტელი? - კონკრეტულ ფეხბურთელებზე საუბარი არ მსურს, რადგან
ეს აზრს მოკლებულია.

ბალოტელი "მანჩესტერ სიტის" მოთამაშეა და თუ ოდესმე "მილანელი" გახდა, შემდეგ მკითხეთ. დღეს ამაზე უფრო საინტერესოს ვერაფერს გეტყვით".

"კორიერე დელო სპორტის" ჟურნალისტი მასიმო ამბროზინის გაესაუბრა და საინტერესო კითხვა დაუსვა: "დროგბა თუ ბალოტელი?" - "როსონერის" კაპიტანმა ვრცელი პასუხი გასცა: "პირადად მე, დიდიე დროგბას ვანიჭებ უპირატესობას, რადგან მისი თამაში უკვე წლებია, მომწონს.

ნამდვილი ჩემპიონია, ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ამავდროულად, ტექნიკური. რაც მთავარია, არასდროს ნებდება და გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს.

რაც შეეხება ბალოტელის, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ მხოლოდ ნიჭით არ შეიძლება ფეხბურთელის შეფასება. მისი ქცევები ვერ გამართლდება მხოლოდ ასაკით და სანამ ჭკუას არ ისწავლის, მანამდე ნიჭიც სანახევროდ დაუფასდება. დროგბა 34 წლისაა, ბალოტელი 22-ის, თუმცა მე მაინც დიდიე მირჩევნია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული