"ბებერმა ქალბატონმა" "ბოტაფოგოდან" 18 წლის დორია შეიძინა. ტანმაღალი (1.88 მ) ცენტრალური მცველი გუნდს უკვე იანვარში შეუერთდება და 4,5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ყოფილი კლუბი კი 6 მილიონ ევროს მიიღებს.
დორიას შეძენა ტურინელებს ზაფხულშიც სურდათ, მაგრამ ტრანსფერი მხოლოდ ახლა განხორციელდა.
თინეიჯერმა ფეხბურთელმა ბრაზილიის ახლად დასრულებულ ჩემპიონატში თავი საკმაოდ კარგად წარმოაჩინა და დებიუტანტის კვალობაზე მშვენივრად გაისარჯა. სულ დორიამ სერია A-ში 20 მატჩში ითამაშა და 1 გოლი გაიტანა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"