ვესლი სნეიდერი "გალას" მიუახლოვდა!

AutoSharing Option
ჰოლანდიის ნაკრების გამთამაშებლის, ვესლი სნეიდერის მილანის "ინტერიდან" "გალათასარაიში" ტრანსფერი უფრო რეალური გახდა.

მილანური გრანდის პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ დაადასტურა, რომ თურქულმა გრანდმა "ნერაძურის" ოფიციალური შეთავაზებით მიმართა და "ინტერი" და "გალა" უკვე მორიგებულები არიან.

შესაბამისად, ახლა ჯერი თავად ფეხბურთელზეა! თუმცა მორატიმ იქვე დასძინა, რომ სნეიდერს "ინტერში" დარჩენაც შეუძლია - თუკი იმ პირობებს დათანხმდება, სადაც ერთ-ერთ პუნქტად ხელფასის შემცირებაა ჩადებული.

"გალათასარაიმ" მისაღები წინადადებით მოგვმართა. ახლა ყველაფერი თავად ვესლიზეა დამოკიდებული. ბოლო სიტყვა მან უნდა თქვას," - უთხრა მორატიმ ჩვენს იტალიელ კოლეგებს.

ოფიციალურად უცნობია, რა
თანხა შესთავაზეს თურქებმა მილანელებს. იქაური გაზეთი "მილიეთი" კი წერს, რომ "გალა" მზადაა, 28 წლის ჰოლანდიელს წელიწადში 6 მილიონი ევრო (ბონუსების გარეშე) უხადოს. იტალიური მედია ირწმუნება, რომ ჰოლანდიელს პრემიერლიგაში გადასვლა ურჩევნია და ინგლისური კლუბებისგან წინადადებებს ელის.

შეგახსენებთ, რომ ვესლი სნეიდერი "ინტერში" 2009 წლიდან თამაშობს და მას მერე "ნერაძურის" ფორმით ჩატარებულ 76 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა. "ინტერთან" მას კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული. "ტრანსფერმარკტზე" სნეიდერი 28 მილიონ ევროდაა შეფასებული...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ლივერპულმა" "ინტერს" ვესლი სნეიდერის ტრანსფერზე მიმართა
"ტოტენჰემს" ვესლი სნეიდერის შეძენა სურს
ვესლი სნეიდერის ნაადრევი შვებულება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული