სნეიდერი: "გალათასარაი" თუ "ლივერპული"?

AutoSharing Option
ვესლი სნეიდერმა მილანის „ინტერიდან“ წასვლა რომ გადაწყვიტა, ამაზე ბევრჯერ ვწერდით.

ამას წინათ ისიც გაცნობეთ, რომ მილანური გრანდი „გალათასარაის“ ჰოლანდიელი გამთამაშებლის სატრანსფერო თანხაზე შეუთანხმდა (ეს თვით მასიმო მორატიმ დაადასტურა) და ახლა თურქებმა თავად ფეხბურთელი უნდა დაითანხმონ.

შაბათს გავრცელებული ცნობების თანახმად, „გალათასარაის“ ხელმძღავენელებმა 28 წლის ჰოლანდიელთან მოლაპარაკებები დაიწყეს - ეს ინფორმაცია მოგვიანებით თურქული გრანდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმაც დაადასტურა. თურქული პრესა წერდა, სნეიდერმა „გალას“ თანხმობა შეუთვალაო, მაგრამ შაბათს საღამოს ვესლის მრჩეველმა სიორენ ლერბიმ ეს ცნობა უარყო.

ახლახან ვითარება შეიცვალა, რადგან ინგლისური და იტალიური საინფორმაციო
საშუალებები იტყობინებოდნენ, რომ სნეიდერისთვის ბრძოლაში „ლივერპულიც“ ჩაერთო. „ვფიქრობ, რომ საჩქარო არაფერია. ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონო, რადგან ეს გადაწყვეტილება ჩემს კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ იხურება, ასე რომ, ფიქრისთვის საკმარისი დრო მაქვს,“ - უთხრა სნეიდერმა „სკაი იტალიას“.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვესლი სნეიდერი "ლივერპულს" მოუნდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული