37 წლის დევიდ ბექჰემი შესაძლოა "მილანში" დაბრუნდეს!

AutoSharing Option
"მილანის" ხელმძღვანელობა გუნდში ინგლისელი ნახევარმცველის, დევიდ ბექჰემის მიწვევის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს.

ამ დროისთვის "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "რეალის" ექსმოთამაშე თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობს. ინგლისელის ბოლო კლუბი კი ამერიკული "ლოს ანჯელეს გელექსი" იყო, რომელთან ერთადაც ფეხბურთელმა MLS-ის თასის მოპოვება მოასწრო.

სხვადასხვა მონაცემით, ბექჰემს ყატარში, რუსეთსა და ინგლისში იწვევენ. Football-Italia კი ირწმუნება, რომ ტიტულოვანი ინგლისელი ფეხბურთელისთვის ბრძოლაში ჩართვას "მილანიც" გეგმავს.

37 წლის დევიდი "როსონერიში" 2009 და 2010 წლებშიც გამოდიოდა. კლუბის მაისურით მან 29 მატჩში ითამაშა და 2 გოლი გაიტანა.

"მილანის" მესვეურები არაერთგზის ირწმუნებოდნენ,
რომ კლუბმა კურსი ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენისკენ მიმართა, თუმცა, როგორც ჩანს, ბექჰემის მიწვევისთვის "როსონერი" გამონაკლისს დაუშვებს.

ასეა თუ ისე, ადგილობრივმა ბუქმეკერებმა უკვე დაიწყეს მილანში დევიდის დაბრუნებაზე ფსონების მიღება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ძენგა დაიმატეთ ძენგა
mamba
15:30 17-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული