კლუბის პრეზიდენტმა კრისტიან კონსტანტინმა "თუნთან" 0:4-ზე წაგების შემდეგ მთავარ მწვრთნელ ვიქტორ მუნიოსს მთავარი მწვრთნელის უფლებები ჩამოართვა და მისი ფუნქციები 35 წლის იტალიელს დააკისრა.
"მუნიოსი ოფიციალურად გუნდის თავკაცად რჩება, რადგან გატუზოს მწვრთნელის ლიზენცია არა აქვს, მაგრამ გუნდს სწორედ ჯენარომ უნდა მიხედოს," - განაცხადა კონსტანტინმა.
"სიონმა" შვეიცარიის ჩემპიონატში ბოლო ოთხიდან სამი მატჩი წააგო, ცხრილში მეოთხე ადგილზეა და ლიდერ "გრასჰოპერსს" უკვე 9 ქულით ჩამორჩება. შეგახსენებთ, რომ ჯენარო გატუზო ამ კლუბში გასულ ზაფხულს გადავიდა.
ყოველდღიური სპორტული
ასევე იხილეთ:
ჯენარო გატუზო: ზლატან იბრაჰიმოვიჩი ნამდვილი სატანაა