ნეაპოლური ფრე და კავანის იდაყვი [VIDEO]

AutoSharing Option
ნეაპოლში სერია A-ს ლიდერთა დაპირისპირება შედგა, რომელიც ფრედ დასრულდა.

მე-10 წუთზე ანგარიში ჯორჯო კიელინიმ გახსნა, 43-ე წუთზე კი გიოკჰან ინლერმა ანგარიში რიკოშეტის დახმარებით გაათანაბრა. პირველი ტაიმის მიწურულს ედინსონ კავანის და კიელინის შორის მცირე კონფლიქტს ჰქონდა ადგილი, რომელიც საბოლოოდ ურუგვაელის გაფრთხილებით დასრულდა, არადა არბიტრს იმ ეპიზოდში კავანის გაძევებაც შეეძლო.

შეხვედრის მეორე ნახევარში მცირე უპირატესობას "ნაპოლი" ფლობდა, მაგრამ მასპინძლებმა გადამწყვეტი გოლის გატანა ვერ მოახერხეს. საბოლოოდ, 1:1 და ანტონიო კონტეს შეუძლია მშვიდად იყოს – "იუვემ" კონკურენტთან 6-ქულიანი სხვაობა შეინარჩუნა.

VideoSportall.Ge
ნაპოლი - იუვენტუსი
1:1


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული