იტალიური სპორტული პრესაც, ძირითადად, ბრაზილიელებთან მოახლოებულ ჯახს უტრიალებს, მით უმეტეს, ჩეზარე პრანდელიმ უკვე დაასახელა 27-კაციანი შემადგენლობა.
პრანდელიმ ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ ტრავმების გამო მარკო ვერატის და ჯამპაოლო პაცინის გამოძახება ვერ შეძლო. არაფერი უთქვამს ფედერიკო ბალცარეტიზე, რომელსაც აქამდე ყოველთვის ენდობოდა, ამჯერად კი სრულიად
კვლავ თამაშგარეში არიან ფაბიო კვალიარელა და ალესანდრო მატრი, რომლებსაც ჩეზარე პრანდელი არც აქამდე ენდობოდა. აღარაფერს ვამბობთ ანტონიო კასანოზე, რომელზეც მწვრთნელმა პირდაპირ თქვა, რომ შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანოს, მაგრამ შესარჩევ და ამხანაგურ შეხვედრებში არ დაეყრდნობა.
მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), მორგან დე სანკტისი (ნაპოლი), ფედერიკო მარკეტი (ლაციო), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი).
მცველები: ინაციო აბატე (მილანი), მატია დე შილიო (მილანი), ანდრეა ბარცალი (იუვენტუსი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), კრისტიან მაჯო (ნაპოლი), ანდრეა რანოკია (ინტერი), ლუკა ანტონელი (ჯენოა), დავიდე ასტორი (კალიარი).
ნახევარმცველები: ანდრეა პირლო (იუვენტუსი), დანიელე დე როსი (რომა), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი), რიკარდო მონტოლივო (მილანი), ანტონიო კანდრევა (ლაციო), ალესანდრო დიამანტი (ბოლონია), ემანუელე ჯაკერინი (იუვენტუსი), ანდრეა პოლი (სამპდორია), ალესიო ჩერჩი (ტორინო).
თავდამსხმელები: სტეფან ელ შაარავი (მილანი), მარიო ბალოტელი (მილანი), სებასტიან ჯოვინკო (იუვენტუსი), პაბლო დანიელ ოსვალდო (რომა), ალბერტო ჯილარდინო (ბოლონია).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჰოლანდია-იტალია, გამოხმაურება: პრანდელი ახალი ტაქტიკით [VIDEO]