იტალიის საფეხბურთო ნაკრების თვითმფრინავს მეხი დაეცა

AutoSharing Option
თვითმფრინავს, რომლითაც იტალიის ეროვნული ნაკრები მგზავრობდა, მეხი მაშინ დაეცა, როდესაც ის ჟენევის აეროპორტში ეშვებოდა.

უსიამოვნო ინციდენტის მიუხედავად, პილოტებმა ავიალაინერის მიწაზე მშვიდობით დაშვება შეძლეს.

შედეგად, ბორტზე მყოფთაგან არავინ დაშავებულა, თუმცა რამდენიმე ფეხბურთელმა ფსიქოლოგიური შოკი მიიღო.

შეგახსენებთ, 21 მარტს იტალიის ნაკრები ჟენევაში ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ მატჩს გამართავს.

ასევე იხილეთ:
ბრაზილია VS იტალია - მსოფლიო ფეხბურთის კლასიკა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული