ჩეზარე პრანდელი: ბრაზილიასთან ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ [VIDEO]

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ 21 მარტს, შვეიცარიაშიმ ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ კმაყოფილება გამოთქვა.

ბრაზილიელები პირველ ტაიმში ფრედისა და ოსკარის გოლებით დაწინაურდნენ, თუმცა მეორე ტაიმში იტალიელებმა ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა დანიელე დე როსისა და მარიო ბალოტელის გოლებით შეძლეს, მატჩი კი საბოლოოდ ფრედ, 2:2 დასრულდა.

პრანდელიმ თავისი შეგირდები ხასიათის სიმტკიცის გამოვლენისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენ ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ. პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს ვაგებდით. შესვენებაზე ვცადე ფეხბურთელები დამერწმუნებინა იმაში, რომ გათანაბრაბა შეეძლოთ.

რისკი დიდი იყო, მაგრამ მეორე ნახევარში გაცილებით ორგანიზებულად
ვითამაშეთ. გუნდმა ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა.

მომწონს, როდესაც ასე ვთამაშობთ, რადგან ეს ფეხბურთელებს თავდაჯერებას მატებს",
- თქვა იტალიელთა დამრიგებელმა.

VideoSportall.Ge
21.03.13. ბრაზილია - იტალია 2:2

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგი ფეხბურთი იყო, დიდი ხანია ასეთი სიამოვნება ფეხბურთით არ მიმიღია, განსაკუთრებით იტალიამ გამაოცა
ALEQSANDRE
12:08 22-03-2013
0
პირინდელი მაგარი კაცია.. ასეთი იტალიის ნაკრები მამაჩემს არ ახსოვს, უტევენ მაგრად... მაგარი თამაში იყო.
PARFIUMER
13:49 22-03-2013
0

სიახლეები პოპულარული