"იუვენტუსი" ჯექსონ მარტინესში 24 მილიონ ევროს იხდის

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსში" ზაფხულში "ბილბაოს" ფორვარდი ფერნანდო ლორენტე გადადის, თუმცა დიდი ხანია, ცნობილია, რომ "ვეკია სენიორას" კიდევ ერთი მაღალი კლასის ფორვარდი სურს.

იტალიური მედია იუწყება, რომ "იუვენტუსი" სერიოზულად დაინტერესდა "პორტუს" და პორტუგალიის ჩემპიონატის ბომბარდირით, კოლუმბიელი ჯექსონ მარტინესით.

26 წლის მარტინესის სანაცვლოდ "იუვეს" 24 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. მარტინესმა 25 ტურში 23 გოლი გაიტანა.

ასევე იხილეთ:
ჯექსონ მარტინესი: "პორტუს" მეოთხედფინალში გასვლაც შეუძლია და მეტიც
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული