ჯანლუიჯი ბუფონი: "იუვენტუსში" არავინაა "იბრას" დაბრუნების წინააღმდეგი

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მეკარე ჯანლუიჯი ბუფონმა კომენტარი გააკეთა პსჟ-ის ფორვარდ ზლატან იბრაჰიმოვიჩით მისი კლუბის დაინტერესებაზე.

ბუფონმა აღნიშნა, რომ შვედი ფორვარდის დაბრუნების წინააღმდეგი გუნდის არცერთი ფეხბურთელი იქნება.

შეგახსენებთ, ტურინულ კლუბში ზლატანი 2004-იდან 2006 წლამდე ირიცხებოდა, საიდანაც "ინტერში" გადაბარგდა. იბრაჰიმოვიჩი "იუვენტუსიდან"სერია B-ში თამაშის სურვილის არქონის გამო წავიდა, სადაც ტურინული გრანდი ცნობილი კორუფციული სკანდალის - "კალჩოპოლის" გამო დააქვეითეს.

"ვფიქრობ, კლუბის ხელმძღვანელობას მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული, რომელი ფეხბურთელის გადაბირებაა ამ ზაფხულს აუცილებელი.

იგუაინი, სუარესი და იბრაჰიმოვიჩი - კარგი ვარიანტებია. ამათგან ნებისმიერ ფეხბურთელს შეუძლია ჩვენი შეტევითი პოტენციალის
გაძლიერება.

როგორ შეხვდებიან ფეხბურთ
ელები "იბრას" დაბრუნების იდეას? წინააღმდეგი ნამდვილად არავინ იქნება", - აქვეყნებს მეკარის სიტყვებს La Gazzetta dello Sport.

ასევე იხილეთ:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: პსჟ-დან სეზონის დასრულების შემდეგ წავალ
"იუვენტუსი" კავანის სანაცვლოდ "ნაპოლის" 30 მილიონ ევროს და სამ ფეხბურთელს სთავაზობს
გონსალო იგუაინი "იუვენტუსსა" და "გალათასარაის" სურთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული