ანტონიო კონტე: ხელმძღვანელობასთან მომავალი გეგმები განვიხილეთ [VIDEO]

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "სამპდორიასთან" (2:3) იტალიის ჩემპიონატის მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ კლუბთან მოლაპარაკების დროს არანაირი პრობლემა არ ჰქონია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სპეციალისტისა და კლუბის ხელმძღავნელობას შორის შეხვედრა გაიმართა, სადაც გუნდის უახლოესი მომავლის საკითხები წყდებოდა.

აქვე გეტყვით, რომ კონტე ამიერიდან წელიწადში 5 მილიონ ევროს მიიღებს.

"ჩემი დარწმუნება არ იყო საჭირო, რომ "იუვენტუსში" მუშაობა გამეგრძელებინა. უბრალოდ ხელმძღვანელობასთან მომავალი სეზონის გეგმები განვიხილე. პრობლემა არ გვქონია",
- თქვა კონტემ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მომზადებულია Tmw-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული