სერია A. ბოლო ტური: "მილანი" ბეწვის ხიდზე [VIDEO]

AutoSharing Option
ბოლო ტურის ყველაზე დიდი ინტრიგა ჩემპიონთა ლიგის მესამე საგზურს უკავშირდებოდა, რომლისთვის "მილანი" და "ფიორენტინა" იბრძოდნენ. გასარკვევი იყო ევროპალიგის საგზურთა ბედიც, თუმცა ეს ყველაფერი კვირას, გვიან ღამით გაირკვა - იქამდე კი ჩემპიონატის ტრიუმფატორმა ითამაშა და სეზონი მარცხით დაასრულა...

ლაღი ბურთაობა და გაბრაზებული კონტე
"სტადიო მარისიზე" "სამპდორიამ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და მრისხანე მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა, 3:2. გენუური პაექრობა არაფერს წყვეტდა და გამომდინარე აქედან, ფეხბურთელებმა თავისუფლად, ლაღად ითამაშეს.

ამად იყო, რომ ორივე კართან მომენტი მომენტზე იქმნებოდა, უპირატესობას კი, ცხადია, სტუმრები ფლობდნენ. თავად განსაჯეთ,
ტურინელებმა 21-ჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით და აქედან 12 კარის ჩარჩოში წავიდა... მოკლედ, "იუვემ" დაბომბა მეტოქე, მაგრამ საბოლოოდ, გამარჯვება სწორედ მასპინძლებს დარჩათ.

გენუელთაგან შესანიშნავად გაისარჯნენ ედერი და მაურო იკარდი - სეზონი ორივე შემტევმა მაღალ დონეზე ჩაატარა და დიდი ალბათობით, ტანდემი ამ ზაფხულს დაიშლება... განსაკუთრებით, იკარდიზეა დიდი მოთხოვნა და ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაურო გენუაში დარჩეს.

თანაც, ახალგაზრდა არგენტინელმა უკვე განაცხადა, რომ რომელიმე გრანდში სურს კარიერის გაგრძელება.

მოკლედ, იკარდიმაც და მთლიანად "სამპდორიამაც" სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარეს და მიუხედავად იმისა, რომ იღბალიც მათ მხარეს იყო, გამარჯვება ალალად დაიმსახურეს.

ტურინელები უკვე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ფიქრობენ, ანტონიო კონტეც თითქოს ბოლოჯერ აკვირდება ფეხბურთელებს და ფიქრობს, ვინ დატოვოს და ვინ გაუშვას... "სამპას" სებასტიან ჯოვინკოსა და ფაბიო კვალიარელას ტანდემი უტევდა, მეორე ნახევარში კი მინდორზე ნიკლას ბენდტნერი გამოჩნდა.

დანიელს ნამდვილად ვერაფერი უშველის, სებას და ფაბიოს ბედი კი ჯერ კიდევ გასარკვევია. ერთ-ერთი გოლი სწორედ კვალიარელამ გაიტანა, თუმცა მასზე ნაკლებად არც ჯოვინკოს უთამაშია.

ვნახოთ, ყველაფერი ანტონიო კონტეს ხელშია. ნამატჩევს "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი ჟურნალისტებმა გააცხარეს და თუ რატომ, ამას მისი კომენტარიდან შეიტყობთ...

ანტონიო კონტე (იუვენტუსი): "ვაპირებთ თუ არა კარლოს ტევესის გადაბირებას? - დღეს სეზონის ბოლო შეხვედრა გავმართეთ და ჩემი აზრით, სწორედ ეს უნდა იყოს პრესკონფერენციის თემა. ჩემმა შეგირდებმა სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარეს, სკუდეტო მოიგეს. სწორედ ისინი იმსახურებენ ყურადღებას და არა კარლოს ტევესი. მე ვენდობი ჩემს ფეხბურთელებს და სულ რომ არავინ დავიმატოთ, ისედაც ვიბრძოლებთ უმაღლესი მიზნებისთვის. ასე რომ, ცოტა ხნით მაინც შევეშვათ ტრანსფერებს.

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ფეხბურთელს განვლილი სეზონისთვის და დამსახურებულ შვებულებაში გავუშვა. "სამპდორიამ" თავგანწირულად ითამაშა, მაგრამ ვფიქრობ, რომ მარცხს არ ვიმსახურებდით. ბოლო ტურშიც ისევე მოვინდომეთ, როგორც მთელი სეზონის განმავლობაში, რაც ცალკე აღნიშვნის ღირსია და მაიმედებს, რომ მოტივაციასთან დაკავშირებული პრობლემები არასდროს შეგვექმნება. მომდევნო სეზონში კიდევ უფრო ძლიერები ვიქნებით"
.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მაინც "მილანი"...
"მილანმა" ბეწვის ხიდზე გაიარა და მაინც მოიპოვა ჩემპიონთა ლიგის საგზური. მასიმილიანო ალეგრის გუნდი პირველივე წუთებიდან ეკვეთა მეტოქის კარს, მაგრამ 25-ე წუთზე აქეთ მიიღო გოლი და ურთულეს ვითარებაში აღმოჩნდა.

"როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა შესვენებაზე მბაიე ნიანგი მოხსნა თამაშიდან და მის ნაცვლად ჯამპაოლო პაცინი ჩართო ბრძოლაში. მე-60 წუთზე კი სტეფან ელ შაარავიც გამოჩნდა მინდორზე. სტუმართა იერიშები სულ უფრო მწვავდებოდა, მაგრამ გოლი არ ჩანდა...

ტოსკანელები მთელი გუნდით იცავდნენ კარს, ზონები გადაკეტილი ჰქონდათ და სწორედ ამ ზონების გახსნას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი 69-ე წუთზე მომხდარმა ინციდენტმა, რომლის გამოც მოედანი ერთბაშად ორმა ფეხბურთელმა დატოვა - მასპინძელთაგან ტერლიციმ, ხოლო სტუმართაგან ამბროზინიმ.

შედეგად, მოედანზე მეტი თავისუფალი სივრცე გაჩნდა და სტუმრებმაც ამით ისარგებლეს. 84-ე წუთზე მარიო ბალოტელიმ თერთმეტმეტრიანი მოინადირა და თვითონვე გამოიყენა. სამიოდე წუთში კი ფილიპ მექსე შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში და წლის გოლი გაიტანა, 1:2...

აქვე ვთქვათ, რომ ბალოტელიზე მსაჯმა საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა და ამ ეპიზოდს აუცილებლად მოჰყვება დიდი გამოხმაურება და გნებავთ, აურზაური. ასეა თუ ისე, "მილანმა" სუპერდაძაბულ ბრძოლაში მოიგო და "პესკარას" გამანადგურებელი "ფიორენტინა" მეოთხეზე დატოვა.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ევროპალიგის ერთი საგზური სწორედ მეოთხეზე დარჩენილმა "ფიორენტინამ" მოიპოვა, მეორე კი "უდინეზეს" დარჩა. ფრიულელებმა დაუძლურებულ "ინტერს" გადაურბინეს და რომაული გუნდები უკან მოიტოვეს. ევროპალიგაზე გამსვლელ მესამე გუნდს იტალიის თასის ფინალი გაარკვევს, სადაც ერთმანეთის პირისპირ რომაული გუნდები წარსდგებიან - იქ ამბავი იქნება...

სერია A. ბოლო ტური

სამპდორია-იუვენტუსი 3:2
გოლები: 0:1 კვალიარელა (25), 1:1 ედერი (31-პენ.), 2:1 დე სილვესტრი (57), 3:1 იკარდი (75), 3:2 ჯაკერინი (90).
სამპდორია (3-5-2): და კოსტა - გასტალდელო, მუსტაფი, კასტელინი - დე სილვესტრი, პალომბო (66. მუნარი), ობიანგი, პოლი, ესტიგარიბია (84. ბერარდი) - ედერი (80. სანსონე), იკარდი.
იუვენტუსი (3-5-2): სტორარი (80. რუბინიო) - კასერესი, ბონუჩი, კიელინი - ისლა, პადოინი (74. ლიხტშტაინერი), პირლო, ჯაკერინი, დე ჩელიე - ჯოვინკო (74. ბენდტნერი), კვალიარელა.
გაფრთხილება: იკარდი (სამპდორია).
კუთხური: 5-8; ჯარიმა: 8-9; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 6-21(4-12); ბურთის ფლობა: 36%-64%.
მაყურებელი: 23 000

ატალანტა-კიევო 2:2
გოლები: 1:0 სტენდარდო (8), 1:1 თერეუ (76), 2:1 ჯორჯი (84), 2:2 თერეუ (90).
ატალანტა (3-5-2): პოლიტო - კაპელი (73. ბელინი), ლუკინი, სტენდარდო - ჩიგარინი, ჯორჯი, კარმონა, ბიონდინი (78. ბონავენტურა), ბრივიო - დე ლუკა (36. ლივაია), დენისი.
კიევო (3-5-2): სკუიცი - პაპი, ფარკასი, ცეზარი (79. და სილვა) - სამპირიზი (46. სარდო), ვაჩეკი (75. სოვე), დიბი, კოფიე, დრამე - თერეუ, სტოიანი.
გაფრთხილება: ლუკინი, სტენდარდო, ჯორჯი, ბიონდინი, დე ლუკა, ლივაია - სარდო.
კუთხური: 3-5; ჯარიმა: 18-21; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 8-13(6-4); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 15 000

ბოლონია-ჯენოა 0:0
ბოლონია (4-2-3-1): სტოიანოვიჩი - გარიჩი, სორენსენი (81. ნატალი), ნალდო, მორლეო (61. აბერო) - კრჰინი, ტაიდერი - კონე, დიამანტი, ხრისტოდოლოპულოსი (71. მოსკარდელი) - ჯილარდინო.
ჯენოა (4-3-3): დონარუმა - პიზანო, მანფრედინი, პორტანოვა, მორეტი - მ. რიგონი, ტოზცერი, ბერტოლაჩი (41. ნადარევიჩი) - იანკოვიჩი (57. კასანი), ფლორო ფლორესი, ბორიელო (84. საიდი).
გაფრთხილება: დიამანტი - პიზანო, ბორიელო.
კუთხური: 11-4; ჯარიმა: 15-17; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 24-4(6-2); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 21 000

რომა-ნაპოლი 2:1
გოლები: 1:0 მარკინიო (47), 2:0 დესტრო (58), 2:1 კავანი (84).
რომა (4-2-3-1): ლობონტი - ტოროსიდისი (67. პირისი), ბურდისო, კასტანი, დოდო (80. პეროტა) - პანაიოტისი, ბრედლი - პიანიჩი (76. ფლორენცი), ლამელა, მარკინიო - დესტრო.
ნაპოლი (3-4-1-2): როზატი - როლანდო, კანავარო (73. კალაიო), ბრიტოსი (53. არმერო) - მაჯო, ჯემაილი, ბერამი, ცუნიგა - ჰამშიკი - პანდევი (7. ელ ქადური), კავანი.
გაფრთხილება: დესტრო - არმერო.
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 11-22; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 11-7(8-3); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 40 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

კალიარი-ლაციო 1:0
გოლი: 1:0 დესენა (75).
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი - დესენა, როსეტინი, ასტორი, აველარი - ერიკსონი, კონტი, ნაინგოლანი - რიბეირო (69. კოსუ) - პინილია (73. საუ), იბარბო (86. ნენე).
ლაციო (4-4-2): მარკეტი - დიასი, ცანა, ბიავა (77. ედერსონი) - კონკო (71. გონსალესი), ლედესმა, ონაზი, ლულიჩი - კანდრევა - კოზაკი (57. ფლოკარი), კლოზე.
გაფრთხილება: დესენა - ცანა.
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 12-10(5-3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 10 000

ინტერი-უდინეზე 2:5
გოლები: 0:1 პინცი (1), 0:2 დომიცი (10), 1:2 ჟუან ჟესუსი (12), 1:3 დი ნატალე (41), 1:4 გაბრიელ სილვა (52), 2:4 როკი (63), 2:5 მურიელი (66).
ინტერი (3-4-2-1): ჰანდანოვიჩი - ჟუან ჟესუსი, კამბიასო, პაზა - ნაგატომო, კუზმანოვიჩი (78. ბენასი), კოვაჩიჩი, პერეირა - გუარინი, ალვარესი (55. პალასიო) - როკი (69. სკელოტო).
უდინეზე (3-5-2): ბრკიჩი - ბენეტია (68. ანჯელა), დანილო, დომიცი - ბასტა, პინცი (89. როდრიგესი), ალანი, გაბრიელ სილვა, პერეირა - მურიელი (81. ბადუ), დი ნატალე.
გაფრთხილება: ჟუან ჟესუსი, პერეირა (ინტერი).
კუთხური: 5-4; ჯარიმა: 16-9; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12-11(6-6); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 40 000

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

პალერმო-პარმა 1:3
გოლები: 0:1 გობი (38), 0:2 ვალდესი (41), 0:3 ბელფოდილი (45), 1:3 მიკოლი (76).
პალერმო (3-5-2): ბენუსი - ფონ ბერგენი, მუნიოსი, არონიკა (53. ფაურლინი) - სანსევერინო, მორგანელა, ფორმიკა (55. დიბალა), დონატი, ვიოლა (63. მანტოვანი) - ერნანდესი, მიკოლი.
პარმა (3-5-2): მირანტე (43. ბაუძა) - კოდა, პალეტა, ლუკარელი - როსი, პაროლო, ვალდესი, ამპუერო (77. გალოპა), გობი - ბელფოდილი, ამაური (83. სანსონე).
გაფრთხილება: დონატი - ბელფოდილი, გალოპა.
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 15-12; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 20-9(10-8); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 18 000

პესკარა-ფიორენტინა 1:5
გოლები: 0:1 ლიაიჩი (16), 0:2 ლიაიჩი (24), 0:3 ფერნანდესი (28), 0:4 იოვეტიჩი (54), 0:5 ლიაიჩი (59), 1:5 ვიტილიო (76).
პესკარა (4-2-3-1): პერინი - ძაური, კოსიჩი (68. კატალანო), ბოკეტი, კაპუანო - ტონი, რიცო - დი ფრანჩესკო, ბარნასონი, სელიკი (67. ვიტილიო) - სფორცინი.
ფიორენტინა (4-3-3): ვივიანო (71. ლუპატელი) - ტომოვიჩი, გონსალო, კომპერი, პასკუალი - ფერნანდესი, პისარო, ბორხა ვალერო - კუადრადო (64. როსი), იოვეტიჩი, ლიაიჩი (60. ვოლსკი).
კუთხური: 2-1; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12-11(5-8); ბურთის ფლობა: 32%-68%.
მაყურებელი: 10 000

სიენა-მილანი 1:2
გოლები: 1:0 ტერცი (25), 1:1 ბალოტელი (84-პენ.), 1:2 მექსე (87).
სიენა (3-5-2): პეგოლო - ფელიპე, ტერლიცი, ტერცი - ვიტიელო, კალელო, დელა როკა, ბოლცონი, რუბინი (90. ბოგდანი) - როზინა (61. აგრა), ემეგარა (75. პაჩი).
მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე (78. კონსტანტი), მექსე, საპატა, დე შილიო - ნოჩერინო (60. ელ შაარავი), ამბროზინი, მონტოლივო - ნიანგი (46. პაცინი), რობინიო, ბალოტელი.
გაფრთხილება: ფელიპე, ვიტიელო, რუბინი, აგრა (სიენა).
გაძევება: ტერლიცი (69) - ამბროზინი (69).
კუთხური: 7-9; ჯარიმა: 11-26; თამაშგარე: 1-6; კარში დარტყმა: 4-17(2-9); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 10 000

ტორინო-კატანია 2:2
გოლები: 0:1 ალმირონი (25), 1:1 ჩერჩი (53), 1:2 ბერგესიო (62), 2:2 ბიანკი (83).
ტორინო (5-3-2): კოპოლა - დარმიანი, ოგბონა, როდრიგესი, დი ჩეზარე, კასერესი - ბაშა, ბაკიჩი (69. გაცი), ვივესი (46. ბრიგი) - ჩერჩი, ჯონატასი (51. ბიანკი).
კატანია (4-2-3-1): ფრიზონი - ისკო, ბელუში, სპოლი, კაპუანო (57. აუგუსტინი) - ბიაჯანტი, ალმირონი (49. შაკა) - კასტრო, ბარიენტოსი, გომესი (88. პეტკოვიჩი) - ბერგესიო.
გაფრთხილება: ფრიზონი, აუგუსტინი (კატანია).
კუთხური: 5-0; ჯარიმა: 16-13; თამაშგარე: 4-0; კარში დარტყმა: 13-11(5-4); ბურთის ფლობა: 50%-50%.
მაყურებელი: 18 000

საბოლოო მდგომარეობა

Sportall.Ge
შენიშვნა: სიენა -6 ქულა, ატალანტა -2, სამპდორია -1, ტორინო -1.

ბომბარდირები: 29 - კავანი (ნაპოლი); 23 - დი ნატალე (უდინეზე); 16 - ელ შაარავი (მილანი), ოსვალდო (რომა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანტონიო კონტე: ხელმძღვანელობასთან მომავალი გეგმები განვიხილეთ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული