მარიო გომესზე იტალიური აუქციონი დაიწყო!

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აქვს გაფორმებული, საფეხბურთო გერმანიაში ეჭვი მაინც არავის ეპარება იმაში, რომ მარიო გომესი მიუნხენური გრანდიდან წავა. როგორც ჩანს, 27 წლის თავდამსხმელი რეკორდმაისტერის მომავალი მწვრთნელის, ხოსეპ გვარდიოლას გეგმებში მართლაც არ ჯდება.

4 ივნისის ნომერში "ნაპოლის" დაინტერესებაზე ვწერდით, ახლა კი ირკვევა, რომ მარიოს გადაბირებაზე ფლორენციაშიც სერიოზულად ფიქრობენ. მეტიც: ჩვენი გერმანელი და იტალიელი კოლეგების ცნობით, "ნაპოლიმ" და "ფიორენტინამ" გომესზე აუქციონი გააჩაღეს. 5 ივნისს მარიო თავის მრჩეველ ული ფებერს შეხვდება და ეს უკანასკნელი შექმნილ ვითარებას გააცნობს.

გერმანული გაზეთი
"ბილდი" ირწმუნება, რომ "ნაპოლის" ხელმძღვანელებსა და გომესს შორის გარკვეული კონტაქტი შედგა და ნეაპოლელები გომესს სამწლიან კონტრაქტს სთავაზობენ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, მარიოს გადაბირება "ფიორენტინასაც" სამი წლით უნდა, მაგრამ საკითხავია, შეუძლია თუ არა ფლორენციულ კლუბს 45-მილიონიანი პროექტის (20-25 მილიონი ტრანსფერში, დანარჩენი ხელფასი) დაფინანსება.

"ბილდი" იმასაც წერს, რომ გომესმა "ბაიერნიდან" წასვლა 100 პროცენტით გადაწყვიტა, რადგან გვარდიოლას უთქვამს, სხვანაირი თავდამსხმელები მომწონსო. მარიოს კი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება იმისათვის, რომ გაისად მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანონ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარიო გომესი "ნაპოლიში"?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული