სილვიო ბერლუსკონის "მილანში" კაკას დაბრუნება სურს

AutoSharing Option
ესპანური პრესის მტკიცებით, "მილანის" პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი კაკას დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდება.

წყაროს ცნობით, ბერლუსკონიმ უკვე მისცა განკარგულება ადრიანო გალიანის, რომ ამ მიმართულებით იმუშაოს.

ტრანსფერის განხორციელებას ხელს უშლის მადრიდის "რეალის" დამოკიდებულება - ესპანელები არ არიან თანახმანი, ბრაზილიელი იჯარით გაუშვან და მხოლოდ მისი გაყიდვა სურთ.

თუმცა თავად ფეხბურთელს იმედი აქვს, რომ "რეალში" კარლო ანჩელოტი მივა და ისიც სათანადო დონეზე ათამაშდება.

ასევე იხილეთ:
"ფლამენგოს" კაკას შეძენაში "ადიდასი" დაეხმარება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული