ინდონეზიელები ნახევარ "ინტერს" ყიდულობენ

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში აქტიურად ვრცელდება ცნობები მასიმო მორატისა და ინდონეზიელ ბიზნესმენ ერიკ ტოხირის მოლაპარაკების შესახებ, რომელიც უკვე დასკვნით სტადიაზე ყოფილა და შეთანხმებასაც წინ ბევრი არაფერი უდგას.

საქმე ეხება მილანური გრანდის აქციათა 40%-ს, რომლის შეძენაც სწორედ ხსენებულ ბიზნესმენს სურს. ამ თემაზე ჟურნალისტებმა მორატისთან გასაუბრება სცადეს, მაგრამ პრეზიდენტმა კომენტარის გაკეთებისგან თავი შეიკავა. ეს კიდევ უფრო აღრმავებს ეჭვებს, რადგან ჟურნალისტებთან მუდმივად ახლო ურთიერთობაში მყოფ მორატის გავრცელებული ხმების უარყოფა არ გაუჭირდებოდა.

როგორც ჩანს, მოლაპარაკება მართლაც მიმდინარეობს და შეთანხმების ალბათობაც მაღალია.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით,
ლაპარაკია დაახლოებით 500 მილიონიან ინვესტიციაზე, რომელიც "ინტერისთვის" ახალი სტადიონების აშენებას და ინფრასტუქტურის მოწერსიგებას უნდა მოხმარდეს. ალბათ, თანხის ნაწილი ტრანსფერებისთვისაც გადაიდება. ამასთან, მორატი მხოლოდ 40%-ს დათმობს და საკონტროლო პაკეტს, ანუ ხმის უმთავრეს უფლებას თვითონ დაიტოვებს. ვნახოთ, რით დასრულდება იტალიელი და ინდონეზიელი ბიზნესმენების მოლაპარაკება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მასიმო მორატი: აქცენტი ახალგაზრდებზე!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული