ფერნანდო ლორენტე: ტურინის "იუვენტუსი" მადრიდის "რეალის" და "ბარსელონას" დონის გუნდია

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ესპანელმა ახალწვეულმა ფერნანდო ლორენტემ განაცხადა, რომ მისი ახალი კლუბი იმავე დონისაა, როგორიც "ბარსელონა" და მადრიდის "რეალია".

მან ეს შატილიონში "იუვენტუსის" საწვრთნელო შეკრებისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან იტალიაში გადასვლა სწორედ ამით ახსნა, რადგან მიაჩნია, რომ "ბილბაოდან" "ბებერი ქალბატონის" შემადგენლობაში გადასვლა კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია.

პროვოკაციულ კითხვაზე, რამდენი ტიტული აქვს "იუვენს", ბასკმა ღიმილით მიუგო - 31. შეგახსენებთ, რომ "იუვენტუსი" იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად 29-ჯერ გახდა, 2 ტიტული მას "კალჩოპოლის" სკანდალისას ჩამოერთვა, თუმცა "იუვეს" ფანები მაინც მიიჩნევენ, რომ მათი კლუბი 31-ჯერ გახდა ჩემპიონი.

ასევე იხილეთ:

ფერნანდო ლორენტე: უკვე ტურინის "იუვენტუსის" ნაწილად ვგრძნობ თავს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული