"ჩვენი მიზანია, რომ სერია A-მ ძველი დიდება დაიბრუნოს, ამისთვის კი ინვესტიციების მოზიდვაა საჭირო. ფაქტია, რომ ამ მხრივ, ინგლისის პრემიერლიგამ და სხვა ჩემპიონატებმა გვარიანად გაგვისწრეს. სწორედ უცხოური ინვესტიციების ხარჯზე განვითარდა ინგლისის ჩემპიონატი და დღეს, მოწინავე პოზიციაზეა.
ტოპ პირველობებიდან ჩვენი ინფრასტრუქტურა ყველაზე მოძველებულია და ეს ერთი შეხედვითაც ნათლად ჩანს. სტადიონების დიდი ნაწილი ან რეკონსტრუქციას საჭიროებს, ან მთლიანად დასანგრევია. ამიტომ, თუ ვინმეს
მაურიციო ბერეტამ კონკრეტულად "ინტერის" მაგალითზე ისაუბრა, სადაც ინდინეზიელი ბიზნესმენი ერიკ ტოჰირი დიდი თანხების ჩადებას აპირებს:
"ტოჰირს დიდი გეგმები აქვს და სიმართლე გითხრათ, ეს მხოლოდ მახარებს. მას 300 მილიონი ევროს ჩადება ინფრასტრუქტურის განვითარებაში სურს, რაც შედეგს მალევე გამოიღებს. ბუნებრივია, "ნერაძურის" ტრანსფერებიც სჭირდება და ამ მიმართულებითაც გამოიყოფა თანხები.
ეს ყველაფერი ჩემს საქმიანობას სცდება, მაგრამ როგორც კალჩოს რიგით გულშემატკივარს, ასეთი სიახლეები მხოლოდ მახარებს. დიდი იმედი მაქვს, რომ ტოჰირი მასიმო მორატისთან ყველა დეტალზე შეთანხმდება და ეს თანხა "ინტერის" გაძლიერებას მოხმარდება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მასიმო მორატი და ერიკ ტოჰირი მილანის "ინტერს" ინაწილებენ