სკუდეტო
ჩემი პირადი აზრით, სკუდეტოსთვის ორი გუნდი იბრძოლებს: "იუვენტუსი" და "ნაპოლი". "ვეკია სენიორა" მოქმედი ჩემპიონია, სამხრეთელები კი აშკარად მზად არიან იმისთვის, რომ ტურინულ გრანდს ღირსეული წინააღმდეგობა გაუწიონ. ვფიქრობ, ნეაპოლურ გუნდში ცვლილედებიც დროულად მოხდა - რაფაელ ბენიტესმა გუნდს ახალი ენერგია შთაბერა და ეს აუცილებლად მოიტანს შედეგს.
ვფიქრობ, "იუვეს" და "ნაპოლის" სკუდეტოს მოპოვების
"რომა"? - რომაელებმა ჩემპიონატი ბრწყინვალედ დაიწყეს, მაგრამ მეეჭვება, რომ ჩემპიონატის ბოლომდე ასე გაგრძელდეს. რუდი გარსია სწორ გზას ადგას და "ჯალოროსი" დიდ მიზნებს შეეჭიდება, მაგრამ ამავე სეზონში სკუდეტო, მეტისმეტია. ვფიქრობ, "რომა" სამეულისთვის იბრძოლებს.
სამეული
დიახ, "რომა" აუცილებლად იბრძოლებს მესამე ადგილისთვის, მის მთავარ კონკურენტებად კი "ლაციო" და "ფიორენტინა" უნდა მივიჩნიოთ. საერთოდ, პროგნოზების კეთება მიყვარს და ჩემი მოსაზრების დაფიქსირებას არ მოვერიდები.
რაც შეეხება მილანურ გუნდებს, კარგს ვერაფერს ვიტყვი - "ინტერმა" კარგად დაიწყო სეზონი, მაგრამ თუ ზამთარში არ გაძლიერდა, ლიდერთა შორის დარჩენა გაუჭირდება.
რაც შეეხება "მილანს", ვეჭვობ ამ გუნდმა თუნდაც სამეულისთვის იბრძოლოს. შავ-წითლებს ტიაგო სილვას შემცვლელი უნდა ეყიდათ, მათ კი ფული ალესანდრო მატრის შეძენაში გადაიხადეს. მატრის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ აშკარაა, რომ ლომბარდიელებს კარგი ცენტრალური მცველი უფრო სჭირდებოდათ.
იტალიის ნაკრები
იტალიის ნაკრებს მუნდიალზე წარმატების მიღწევის კარგი შანსი აქვს, რადგან ჩეზარე პრანდელის ხელში გუნდი მუდმივად პროგრესირებს. ევროპის ჩემპიონატსა და კონფედერაციათა თასზე "სკუადრა აძურამ" შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა, მსოფლიოს ჩემპიონატზე კი უკეთ უნდა წარმოჩინდეს.
რაც მთავარია, ჩეზარეს სწორი საკადრო პოლიტიკა აქვს და მათ აძლევს ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის შანსს, ვინც ნამდვილად იმსახურებს. მას არ ჰყავს გამორჩეული ფეხბურთელები, რომლებსაც განაცხადში ადგილი დაბევებული აქვთ. ეს ყველაფერი "აძურას" აუცილებლად მიიყვანს წარმატებამდე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯანლუკა ვიალი: სჯობს, "ჩელსი" იტალიელმა გაწვრთნას, მაგალითად, მე