მას შემდეგ, რაც "ნერაძურის" აქციათა საკონტროლო პაკეტი ინდონეზიელი ბიზნესმენის, ერიკ ტოჰირას ხელში აღმოჩნდა, პრესაში მრავლად ჩნდება ხმები კლუბის ახალი მფლობელის პირველ შესაძლო ტრანსფერზე. ჟურნალისტები წერდნენ, რომ "ინტერი" კიდევ ერთხელ შეეცდებოდა პარიზელთა გუნდის იტალიელი ფეხბურთელის სამშობლოში დაბრუნებას.
"შანსი იმისა, რომ ეს მოხდეს, არ არსებობს. ვერატი ტრანსფერზე არაა წარდგენილი და არც არასდროს ყოფილა. პსჟ მის გაყიდვას არ აპირებს.
ვიცი, რომ მარკოს სურს, ერთ
"ინტერიდან" ჩემთვის არავის დაურეკავს. თუკი ამ კლუბში მართლაც ფიქრობენ მარკოს შეძენაზე, პსჟ-ის ხელმძღვანელობას უნდა მიმართონ", - აქვეყნებს აგენტის სიტყვებს Goal.com-ი.
საფრანგეთის მიმდინარე ჩემპიონატში ვერატიმ რვა მატჩი ჩაატარა.