"მნიშვნელოვანია, გაიგო, რას ითხოვენ შენგან გულშემატკივრები და ზოგჯერ ეს მაინცდამაინც ტოპ-ფეხბურთელების ყიდვას არ ნიშნავს.
ჩვენთან უნიკალური და განსხვავებული ატმოსფეროა. თითოეული ქომაგი ღებულობს მონაწილეობას პროცესში და თავს პრეზიდენტად გრძნობს.
"ინტერის" ბრენდს დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა კლუბი ჩავიბარე, მითხრეს, შავკანიანი ფეხბურთელები არ აიყვანო, რომ გულშემატკივრები არ გაანაწყენოო.
თუმცა მე გადავწყვიტე, მეყიდა პოლ ინსა და ის გმირი გახდა. ქომაგის რეაქცია ფენომენალური იყო, ინგლისელი ფეხბურთელი აქ მართლა შეიყვარეს.
გულშემატკივრებს ყოველთვის ესმოდათ ჩემი და პატივს მცემდნენ.
მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით