მასიმო მორატი: როცა "ინტერი" ჩავიბარე, მითხრეს, შავკანიანი ფეხბურთელები არ აიყვანოო

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ კლუბისთვის გულშემატკივრების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"მნიშვნელოვანია, გაიგო, რას ითხოვენ შენგან გულშემატკივ
რები და ზოგჯერ ეს მაინცდამაინც ტოპ-ფეხბურთელების ყიდვას არ ნიშნავს.

ჩვენთან უნიკალური და განსხვავებული ატმოსფეროა. თითოეული ქომაგი ღებულობს მონაწილეობას პროცესში და თავს პრეზიდენტად გრძნობს.

"ინტერის" ბრენდს დიდი მნიშვნელობა აქვს. როცა კლუბი ჩავიბარე, მითხრეს, შავკანიანი ფეხბურთელები არ აიყვანო, რომ გულშემატკივ
რები არ გაანაწყენოო.

თუმც
ა მე გადავწყვიტე, მეყიდა პოლ ინსა და ის გმირი გახდა. ქომაგის რეაქცია ფენომენალური იყო, ინგლისელი ფეხბურთელი აქ მართლა შეიყვარეს.

გულშემატკივრებს ყოველთვის ესმოდათ ჩემი და პატივ
ს მცემდნენ.
ნეგატიური მოგონებები არ დამრჩენია, მაშინაც კი, როცა ისინი პროტესტს გამოთქვამდნენ, რადგან მათ ამის უფლება ჰქონდათ",
- თქვა მორატიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
არადა მართლა ასე იყო, შავკანიანები არ აჰყავდათ 15-20 წლის წინ, სუფთა იტალიურ-არგენტინულ-ბალკანური ნაზავის გუნდი იყო და ძალიანაც კარგი...
Walkabout
14:55 25-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული