ანგარიში კურიოზულად გაიხსნა - 30-ე წუთზე ბურთი, რომელიც კარში არ მიდიოდა, "ლივორნოს" მეკარე ფრანჩესკო ბარდიმ ისე მოიგერია, რომ კარში შევარდა.
მეორე გოლი კი უკვე მატჩის მიწურულს გავიდა, თავი იაპონელმა იუტო ნაგატომომ გამოიჩინა.
ამ შეხვედრაში ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - ვეტერანი კაპიტანი ხავიერ ძანეტი თითქმის 200-დღიანი უქმობის შემდეგ გუნდს დაუბრუნდა.
"მოედანზე დაბრუნების ძალიან დიდი სურვილი მქონდა. რა თქმა უნდა, ვეჭვობდი, რომ ყველაფერი დასრულდა, რადგან 40 წლის
სანედნიეროდ მოვიგეთ, ამ სეზონში რაიმე მნიშვნელოვანისთვის უნდა ვიბრძოლოთ, მე კი "ინტერის" წარმატებაში მინდა მივიღო მონაწილეობა", - განაცხადა არგენტინელმა.