ერიკ ტოჰირი: მინდა "ინტერის" ახალგაზრდული აკადემია მსოფლიოში საუკეთესო იყოს

AutoSharing Option
მილანის "ინტერის" ახალი მფლობელი ერიკ ტოჰირი, გარდა იმისა, რომ ხმაურიანი ტრანსფერების განხორციელებას გეგმავს, აპირებს, კლუბის ახალგაზრდული აკადემია განავითაროს.

ტოჰირი დარწმუნებულია, რომ "ინტერში" უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა თამაშობს, რომლებიც სწორი ვარჯიშისა და მიდგომის შემთხვევაში, შესაძლოა, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელები გახდნენ.

"ინტერს" იტალიასა და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდული აკადემია ჰყავს, მაგრამ მე მინდა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო იყოს.

არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებით ვერაფერს მივაღწევთ. მოედანზე 11 ფეხბურთელი გადის. გუნდში უნდა იყვნენ როგორც გამოცდილი ფეხბურთელები და ვარსკვლავები, ისე ახალგაზრდა მოთამაშეებიც. სწორი
ბალანსი ყოველთვის მიგვიყვანს წარმატებამდე.

ყველა წარმატებული გუნდი მთავარიდან იწყებს - ახალგაზრდებიდან. ამიტომ ამ საკითხში ვეცდებით, არავის ჩამოვრჩეთ",
- თქვა ტოჰირმა.

მომზადებულია Goal.com-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
ინტერი კარგი გუნდია
ბესო
19:04 21-11-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული