სირცხვილი ერიკ ტოჰირის თვალწინ

AutoSharing Option
"ინტერი"-"სამპდორიას" შეხვედრას ტრიბუნიდან მიადევნა თვალი მილანური გრანდის ახალმა პრეზიდენტმა ერიკ ტოჰირმა. იქვე იყო კლუბის საპატიო პრეზიდენტი და ჯერ კიდევ აქციათა 30%-ის მფლობელი მასიმო მორატი.

ეს იყო "ნერაძურის" პირველი ოფიციალური მატჩი, რომელსაც ტოჰირი დაესწრო და ბუნებრივია, მასმედიის უდიდესი ინტერესიც დაიმსახურა. ტოჰირი მუდმივი დაკვირვების ქვეშ იყო და როგორც იტალიელი ჟურნალისტები წერენ, მატჩს განსაკუთრებული ემოციების გარეშე მიადევნა თვალი. დასკვნით ნაწილში აშკარად მოიწყინა და როდესაც გენუელებმა გამათანაბრებელი გოლი გაიტანეს, ხასიათი სულ მთლად გაუფუჭდა. ნამატჩევს, ტოჰირმა კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ "ინტერს" უკეთ შეუძლია თამაში:

"დიდი ვერაფერი მატჩი გამოვიდა და ალბათ, სამართლიანად დავკარგეთ ქულები. "ინტერს" გაცილებით უკეთ შეუძლია თამაში და ეს ყველამ კარგად ვიცით. "ნერაძურის" თამაშს "ჯუზეპე მეაცადან" პირველად მივადევნე თვალი და იმედია, აქ ხშირად ვიქნები. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს, რომლებმაც თბილად მიმიღეს".


მატჩის შემდეგ შეგირდები დიდად არ დაუტუქსავს ვალტერ მაცარის, მაგრამ მეორე დღეს უფრო კრიტიკული კომენტარი გააკეთა: "ეს იყო ყველაზე ცუდი მატჩი მიმდინარე სეზონში და სრულიად ლოგიკური იყო, რომ ქულები დავკარგეთ. უამრავი შეცდომა დავუშვით, მეტოქის კარის მიმართულებით კი ხეირიანად მხოლოდ ორჯერ დავარტყით. სირცხვილია, რომ ერიკ ტოჰირის თვალწინ ასე საშინლად ვითამაშეთ. თუ მაღალი ადგილებისთვის გვინდა ბრძოლა, არსებული ხარვეზები უნდა აღმოვფხვრათ. სამუშაო ბევრია და განვლილმა მატჩმა ეს კიდევ ერთხელ დაგვანახვა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ერიკ ტოჰირი: მინდა "ინტერის" ახალგაზრდული აკადემია მსოფლიოში საუკეთესო იყოს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული