იტალია. სერია A. XV ტურის წინ: რომი და ომი

AutoSharing Option
შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩებია დაგეგმილი და გამომდინარე აქედან, "იუვენტუსი", "ნაპოლი" და "მილანი" თავიანთ პაექრობებს სხვებზე ადრე გამართავენ.

6 დეკემბერს "ვეკია სენიორა" ითამაშებს, შაბათს კი "მილანს" და "ნაპოლის" ვიხილავთ საქმეში. სწორედ ამ პაექრობებზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას და ბუნებრივია, გვერდს ვერც ტურის ცენტრალურ მატჩს ავუვლით.

ჩემპიონთა ლიგამდე
ტურინის "იუვენტუსს" ჩემპიონთა ლიგაზე "გალათასარაისთან" უმნიშვნელოვანესი პაექრობა ელის და ბევრი ფიქრობს, რომ ტურინელები "ბოლონიას" თავს არ შეაკლავენ. თუმცა, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, სულ სხვა პოზიციაზე დგას გუნდის მთავარი მწვრთნელი
ანტონიო კონტე.

"ლეგა კალჩომაც" ტურინელებს პატივი დასდო - თამაში პარასკევს დაუნიშნა, რათა თურქულ პაექრობამდე დასვენებისთვის ერთი დღით მეტი იყოს. თუ "გაძეტა დელო სპორტს" დავუჯერებთ, "იუვე" ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებს, შეტევის წინა ხაზზე კი კარლოს ტევესს და ფერნანდო ლორენტეს ვიხილავთ. ტრავმის გამო მატჩს ანდრეა პირლო გამოტოვებს, რომელსაც თვეზე მეტ ხანს მოუწევს უქმობა.

მოფერიანებული "მილანი" "ლივორნოს" ესტუმრება და შეეცდება, რომ მიჯრით მოგებული მატჩების რიცხვი სამამდე გაზარდოს.

ისე დაემთხვა, რომ მასიმილიანო ალეგრის გუნდს ზედიზედ სამი მატჩის გამართვა უწევს გასვლაზე და ამ მოგებებსაც უფრო მეტი ფასი ედება. ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი კვლავაც მარიო ბალოტელი იქნება, რომელსაც უკნიდან ვალტერ ბირსა და რიკარდო კაკა დაეხმარებიან.

გასულ ტურში "ნაპოლიმ" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო "ლაციოს" და თითქოს ის ჩავარდნაც დაძლია, რომლის გამოც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ჩარჩენის ზღვარზეა მისული და სერია A-ს ლიდერსაც მთელი 6 ქულით ჩამორჩება.

როგორც რაფაელ ბენიტესი აცხადებს, ყველაზე ცუდი უკან მოიტოვეს და რამდენიმე წარუმატებელი შეხვედრიდან სწორი დასკვნებიც გააკეთეს. ვნახოთ, ამას "უდინეზესთან" მატჩი გამოაჩენს.

რომში ბრძოლაა
დიდი ბრძოლა შედგება რომში, სადაც ერთმანეთის პირისპირ უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლი გუნდები წარსდგებიან. "რომა" "ფიორენტინას" უმასპინძლებს და ამით ყველაფერია ნათქვამი.

დედაქალაქური გუნდი აგერ, უკვე ოთხი მატჩია, მოგებას ვერ ახერხებს, ფლორენციელებს კი ფეხის თითოეული დაცდენა ლიდერთა სამეულისგან დაშორებად უჯდებათ.

მოკლედ, "სტადიო ოლიმპიკოზე" დანდობა არ იქნება და წესით, ისეთი ბრძოლა უნდა გაჩაღდეს, თქვენი მოწონებული.

საინტერესო მატჩი შედგება მილანში, სადაც "ინტერს" "პარმა" ესტუმრება. ანტონიო კასანო ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება და საინტერესოა, შეაჩერებენ თუ არა მილანელები შესანიშნავ ფორმაში მყოფ ნიღბიან და მეტად საშიშ ფორვარდს.

იტალია. სერია A. XV ტური
6 დეკემბერი
ბოლონია-იუვენტუსი 0:2

7 დეკემბერი
ლივორნო-მილანი 21.00
დისკვალიფიკაცია: დე ლუჩა (ლივორნო).
ტრავმა: ბოტა, პიჩინი - პაცინი, ამელია, სილვესტრი, ძაკარდო, მუნტარი, მექსე, რობინიო, აბატე.
ბოლო 6 შეხვედრა
1-1-4 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +1=5-4, (7-15)

ნაპოლი-უდინეზე 23.45
დისკვალიფიკაცია: ბრიტოსი (ნაპოლი).
ტრავმა: ცუნიგა, ჰამშიკი, მესტო - რანიჯი, მურიელი.
ბოლო 6 შეხვედრა
4-0-2 2-0-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +6=9-7, (31-30)

8 დეკემბერი.
რომი, "ოლიმპიკო". 15.30
რომა-ფიორენტინა
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: ტოტი, ბალცარეტი - გომესი, აგაცი, პასკუალი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-4-0 4-0-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 39 თამაში: +23=10-6, (67-41)
სავარაუდო შემადგენლობები
რომა (4-3-3): დე სანკტისი - მაიკონი, ბენატია, კასტანი, დოდო - პიანიჩი, დე როსი, სტროტმანი - ფლორენცი, ლიაიჩი, ჟერვინიო.
ფიორენტინა (4-3-2-1): ნეტო - ტომოვიჩი, გონსალო, სავიჩი, ვარგასი - ამბროზინი, პისარო, აკვილანი - ბორხა ვალერო, კუადრადო - როსი.

კალიარი-ჯენოა 18.00
დისკვალიფიკაცია: მათუზალემი (ჯენოა).
ტრავმა: იბარბო - ზე ედუარდო.
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 3-2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +12=5-9, (39-34)

ვერონა-ატალანტა 18.00
დისკვალიფიკაცია: კაჩატორე, იანკოვიჩი - ჩიგარინი.
ტრავმა: რაიმონდი, იეპესი, ნიცა, ჯორჯი, დელ გროსო, ბელინი, სტენდარდო (ატალანტა).
ბოლო 6 შეხვედრა
2-0-4 1-2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 12 თამაში: +4=1-7, (14-17)

სამპდორია-კატანია 18.00
დისკვალიფიკაცია: ბარიენტოსი, პანაიოტისი (კატანია).
ტრავმა: ბერარდი, სალამონი, გენცოღლუ - ისკო, ალმირონი, ბელუში, ბერგესიო.
ბოლო 6 შეხვედრა
1-2-3 1-1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 თამაში: +4=5-4, (15-16)

სასუოლო-კიევო 18.00
დისკვალიფიკაცია: ფლორო ფლორესი (სასუოლო).
ტრავმა: ტერანოვა, გომესი - კალელო, კლეიტონი.
ბოლო 6 შეხვედრა
2-3-1 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 0 თამაში: +0=0-0, (0-0)

ტორინო-ლაციო 18.00
დისკვალიფიკაცია: ჟილე - მაური.
ტრავმა: როდრიგესი, ლარონდო - ალფარო, გონსალესი, რადუ.
ბოლო 6 შეხვედრა
1-3-2 1-3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +5=8-9, (20-33)

ინტერი-პარმა 23.45
დისკვალიფიკაცია: არავინ.
ტრავმა: კივუ, იკარდი, მილიტო, მარიგა, სამუელი, კუზმანოვიჩი, ნაგატომო - პავარინი, ოკაკა, გალოპა.
ბოლო 6 შეხვედრა
3-3-0 2-2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +17=10-13, (59-48)

ბომბარდირები:
12 - როსი (ფიორენტინა); 8 - ჩერჩი (ტორინო); 7 - პალასიო (ინტერი), ტევესი (იუვენტუსი), ბერარდი (სასუოლო), კალეხონი (ნაპოლი), იგუაინი (ნაპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული