იტალია. სერია A. XVI ტური: "იუვემ" და "ფიორემ" გაინავარდეს [VIDEO]

AutoSharing Option
მე-16 ტურის ორ გამორჩეულ შეხვედრას მომდევნო ნომრებში მიმოვიხილავთ, რადგან ერთი 15 დეკემბერს, გვიან ღამით დასრულდა, ხოლო მეორე სულაც 16 დეკემბერს გაიმართება. ამიტომ თქვენს ყურადღებას "ფიორენტინას" მორიგ წარმატებაზე, მიროსლავ კლოზეს ტრიუმფალურ დაბრუნებასა და "იუვეს" იოლ გამარჯვებაზე მივაპყრობთ.

"ლაციოს" კლოზემ მოაგებინა
"ლაციოს" მიროსლავ კლოზე დაუბრუნდა, რამაც გუნდს ნანატრი სამი ქულა მოაპოვებინა. გერმანელი ფორვარდი რომაულ გუნდს ჰაერივით სჭირდებოდა და "ლივორნოსთან" პაექრობამ ეს ნათლად გამოაჩინა. მირომ პირველივე ტაიმში შეასრულა დუბლი და ამით გადაწყვიტა კიდეც მატჩის ბედი.

"ლაციოს" თავკაცი ვლადიმირ პეტკოვიჩი მატჩის შემდეგ სწორედ კლოზეს
ემადლიერებოდა: "გაცილებით იოლია თამაში, როდესაც გამტანი ფორვარდი გყავს. ამიტომ მიროსლავ კლოზეს დაბრუნებამ ძალიან გაგვახარა. საბედნიეროდ, გერმანელმა მყისვე გაამართლა ჩვენი იმედები და ორი შესანიშნავი გოლი შეაგდო. მჯერა ჩემი გუნდის და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უკეთ ავთამაშდებით".

გარკვეული ექსპერიმენტების შემდეგ პეტკოვიჩი კვლავ დაუბრუნდა ფრთხილ ტაქტიკა-სტრატეგიას და ამან გაუმართლა კიდეც. ერთადერთი გამოკვეთილი ფორვარდის უკან ერნანესი მოქმედებდა, რომელმაც ალბათ საუკეთესო მატჩი ჩაატარა მიმდინარე სეზონში. მოკლედ, "ბიანკოჩელესტემ" უმნიშვნელოვანესი ქულები ჩაიწერა აქტივში.

"იუვე" და "ფიორე" არ ზოგავენ
საკუთარ კედლებში "ფიორენტინა" შეუჩერებელია. ამჯერად ვინჩენცო მონტელას გუნდმა "ბოლონიას" უმასპინძლა და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა. პირველი იოსიპ ილიჩიჩის ანგარიშზეა, მეორე ბორხა ვალერომ მიითვალა აქტივში, ხოლო მესამე ჯუზეპე როსიმ. ამ უკანასკნელმა მე-13 გოლი გაიტანა სეზონში და ბომბარდირთა დავას სათავეში უდგას.

აღსანიშნავია, რომ მონტელამ მცირე ექსპერიმენტს მიმართა და მისთვის უჩვეულო ტაქტიკა: 3-5-1-1 გამოიყენა.

თავისი მეტოქე "იუვენტუსმაც" გაანადგურა და ამით დაგვანახვა, რომ "გალათასარაისთან" მარცხს გუნდზე დამღუპველად არ უმოქმედია. ტურინელებმა "სასუოლოს" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანეს, რომელთაგან სამი კარლოს ტევესის ანგარიშზეა. "ვეკია სენიორამ" ლაღად იბურთავა, თითქოს რაც სტამბულის თოვლ-ჭყაპ-ტალახში იწვალა, აქ ერთიანად აინაზღაურა ყველაფერი და მეტად იოლი გამარჯვებაც მოიპოვა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
უფერული იუბილე
ან ახალი ცოცხის ეფექტთან გვაქვს საქმე, ან სინიშა მიხაილოვიჩმა თავისი გუნდი, ხოლო "სამპდორიამ" თავისი მწვრთნელი იპოვა. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ სერბი სპეციალისტის ხელში გენუელებმა მკვეთრად მოუმატეს, მიჯრით მოიგეს მატჩები და გასავარდნ ზონასაც დააღწიეს თავი. ამჯერად "სამპამ" "კიევო" დაამარცხა, ერთადერთი გოლი კი შეხვედრის სტარტზე ედერმა გაიტანა.

სამაგიეროდ, ემილიელი ქომაგი დარჩა გაწბილებული - "პარმამ" კლუბის დაარსებიდან 100 წლის იუბილე უფერული მატჩით და ნულოვანი ფრით აღნიშნა. არადა, პარმეზანული გუნდის მეტოქე "კალიარი" იყო, აღმავლობის გზაზე მდგარი, მაგრამ არა დაუმარცხებელი. სპეციალურად ამ დღისთვის, "პარმას" ფეხბურთელებს 100 წლის წინანდელი გუნდის დიზაინის ფორმები შეუკერეს. ტრიბუნებზეც განსაკუთრებული ატმოსფერო იყო, მაგრამ ყველაფერი ფუჭი გამოდგა - რობერტო დონადონის "პარმას" შეუძლია "ნაპოლის" გასვლაზე მოუგოს, "ინტერს" ასევე გასვლაზე 3:3 ეთამაშოს, მაგრამ ასეთივე წარმატებით საკუთარ კედლებში ნაკლებად ამბიციურ გუნდთან ქულები დაკარგოს. შედეგად, "პარმა" მხოლოდ მეათეა სატურნირო ცხრილში.

სერია A. XVI ტური

კატანია-ვერონა 0:0
კატანია (4-3-3): ფრიზონი - პერუცი (90. მონძონი), ლეგროტალიე, სპოლი, ალვარესი - ისკო, გუარენტე, პლაშილი - კასტრო, ბარიენტოსი (84. კეკო), ლეტო (75. ბერგესიო).
ვერონა (4-3-3): რაფაელი - კაჩატორე, მორასი (78. მარკესი), მაიეტა, აგოსტინი - რომულო, დონატი (84. ლანერი), ალფრედსონი - ტალები (69. დონადელი), იტურბე, ტონი.
გაფრთხილება: სპოლი, ისკო - ტონი.
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 19-17; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 11-6(6-1); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 16 000

კიევო-სამპდორია 0:1
გოლი: 0:1 ედერი (16).
კიევო (4-3-3): პუჯონი - ფრეი, ცეზარი, დაინელი, სარდო (84. პალოსკი) - რიგონი, ჰეტემაი, რადოვანოვიჩი (66. პელისიერი) - ესტიგარიბია (52. ლაზარევიჩი), სესტუ, თერეუ.
სამპდორია (4-2-3-1): და კოსტა - მუსტაფი, გასტალდელო, დე სილვესტრი (86. როდრიგესი), რეჯინი - რენანი (69. სანსონე), პალომბო - სორიანო, კრსტიჩიჩი, გაბიადინი - ედერი (51. ბარნასონი).
გაფრთხილება: ცეზარი, ფრეი, რიგონი, ლაზარევიჩი - დე სილვესტრი, პალომბო, გაბიადინი, კრსტიჩიჩი, სორიანო.
კუთხური: 7-3; ჯარიმა: 22-15; თამაშგარე: 5-0; კარში დარტყმა: 10-5(6-2); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 10 000

ფიორენტინა-ბოლონია 3:0
გოლები: 1:0 ილიჩიჩი (13), 2:0 ბორხა ვალერო (29), 3:0 როსი (64).
ფიორენტინა (3-5-1-1): ნეტო - ტომოვიჩი (82. კომპერი), გონსალო, სავიჩი - კუადრადო, აკვილანი, ფერნანდესი, ბორხა ვალერო, ვარგასი - ილიჩიჩი (61. ხოაკინი) - როსი (77. რებიჩი).
ბოლონია (4-2-3-1): კურჩი - ნატალი, ანტონსონი, გარიჩი (74. ბიანკი), მორლეო - პაციენცა, კრჰინი (74. დელა როკა) - ლაქსალტი (90. მანტოვანი), კონე, დიამანტი - კრისტალდო.
გაფრთხილება: კუადრადო, რებიჩი - დიამანტი.
კუთხური: 6-6; ჯარიმა: 11-10; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 13-6(8-4); ბურთის ფლობა: 60%-40%.
მაყურებელი: 30 000

ჯენოა-ატალანტა 1:1
გოლები: 1:0 ბერტოლაჩი (72), 1:1 დე ლუკა (90).
ჯენოა (3-4-3): პერინი - ანტონინი, გამბერინი, მანფრედინი - მათუზალემი, ბიონდინი, ბერტოლაჩი (88. დე მაიო), ანტონელი - ფელტფალციდისი (55. სტურარო), კონატე (60. კალაიო), ჯილარდინო.
ატალანტა (4-4-2): კონსილი - სკალონი, მილიაჩო, ლუკინი, ბრივიო - კარმონა, ჩიგარინი, ბონავენტურა (85. მარილუნგო), კონე (75. ბრიენცა) - მორალესი (71. დე ლუკა) - დენისი.
გაფრთხილება: ლუკინი, დე ლუკა (ატალანტა).
კუთხური: 10-8; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 8-12(3-4); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 20 000

ლაციო-ლივორნო 2:0
გოლები: 1:0 კლოზე (19), 2:0 კლოზე (26).
ლაციო (4-5-1): მარკეტი - კონკო, ცანა (90. ბიავა), დიასი (80. სიანი), რადუ - ბილია, ედერსონი (65. პერეა), კანდრევა, ლულიჩი - ერნანესი - კლოზე.
ლივორნო (3-5-2): ბარდი - ჩეკერინი, კოდა (90. ვალენტინი), ემერსონი - მბაიე (64. გრეკო), სკატარელა, ბიაჯანტი, ლუჩი, დუნკანი - პაულინიო, სილიგარდი (64. ემეგარა).
გაფრთხილება: რადუ, ერნანესი - კოდა, სკატარელა, ლუჩი, დუნკანი, გრეკო.
კუთხური: 1-5; ჯარიმა: 17-21; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 16-6(5-1); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 30 000

პარმა-კალიარი 0:0
პარმა (4-3-3): მირანტე - კასანი, ლუკარელი, პალეტა (29. მენდესი), გობი - ასკუა, მარკიონი (83. ამაური), ვალდესი (72. მუნტარი) - ბიაბიანი, კასანო, სანსონე.
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი - პიზანო, როსეტინი, ასტორი, აველარი (65. პერიკო) - ერიკსონი (57. კოსუ), ნაინგოლანი, დესენა - ეკდალი - საუ, ნენე.
გაფრთხილება: ლუკარელი, ვალდესი, კასანო, მენდესი - როსეტინი, ნაინგოლანი, ეკდალი, ნენე.
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 16-11; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 10-12(2-4); ბურთის ფლობა: 51%-49%.
მაყურებელი: 20 000

უდინეზე-ტორინო 0:2
გოლები: 0:1 ფარნერუდი (48), 0:2 იმობილე (75).
უდინეზე (3-4-2-1): ბრკიჩი - ერუ, დანილო, ნალდო (61. ლოპესი) - გაბრიელ სილვა, ბასტა, ლაძარი, ალანი - პერეირა, ფერნანდესი (90. მაიკოსუელი) - დი ნატალე.
ტორინო (3-5-2): პადელი - მაქსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი - დარმიანი, ვივესი (74. გაცი), ფარნერუდი, ბრიგი (70. ბაშა), პასკუალე - ჩერჩი (83. მეჯორინი), იმობილე.
გაფრთხილება: ნალდო, ლაძარი - მაქსიმოვიჩი, ფარნერუდი, იმობილე.
კუთხური: 6-2; ჯარიმა: 13-10; თამაშგარე: 0-2; კარში დარტყმა: 16-7(3-3); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 16 000

იუვენტუსი-სასუოლო 4:0
გოლები: 1:0 ტევესი (15), 2:0 პელუზო (28), 3:0 ტევესი (45), 4:0 ტევესი (68).
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ისლა, ვიდალი (75. პადოინი), პოგბა, ასამოა, პელუზო (56. დე ჩელიე) - ტევესი (70. კვალიარელა), ლორენტე.
სასუოლო (3-5-2): პეგოლო - ანტეი, ბიანკო, მარძორატი - გაცოლა, მარონე, მანიანელი (71. ჩიბსა), ლონგი, კურტიჩი (51. ძაძა) - ფლორო ფლორესი (76. მაზუჩი), მისიროლი.
გაფრთხილება: პელუზო - მანიანელი.
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 17-9(8-0); ბურთის ფლობა: 61%-39%.
მაყურებელი: 40 000

ნაპოლი-ინტერი 4:2
გოლები: 1:0 იგუაინი (9), 1:1 კამბიასო (35), 2:1 მერტენსი (39), 3:1 ჯემაილი (42), 3:2 ნაგატომო (47), 4:2 კალეხონი (81).
ნაპოლი (4-2-3-1): რაფაელი - მაჯო, ალბიოლი, ფერნანდესი, რეველიერი (90. პანდევი) - ინლერი, ჯემაილი - მერტენსი (86. არმერო), კალეხონი, ინსინიე - იგუაინი (77. ბერამი).
ინტერი (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო (83. იკარდი), რანოკია, როლანდო - ჯონატანი, ტაიდერი (61. კოვაჩიჩი), კამბიასო, ალვარესი, ნაგატომო - გუარინი - პალასიო.
გაფრთხილება: ინლერი, ინსინიე (ნაპოლი).
გაძევება: ალვარესი (72. ინტერი).
კუთხური: 5-6; ჯარიმა: 8-12; თამაშგარე: 1-5; კარში დარტყმა: 12-10(9-5); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 50 000
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
16 დეკემბერი
მილანი-რომა 23.45

ბომბარდირები: 13 - როსი (ფიორენტინა); 10 - ტევესი (იუვენტუსი); 9 - პალასიო (ინტერი); 8 - ჩერჩი (ტორინო), იგუაინი (ნაპოლი); 7 - ბერარდი (სასუოლო), კალეხონი (ნაპოლი), ფრელო (ვერონა), ჯილარდინო (ბოლონია).

მომდევნო ტური

21 დეკემბერი:
ლივორნო-უდინეზე, კალიარი-ნაპოლი;

22 დეკემბერი:
ბოლონია-ჯენოა, ატალანტა-იუვენტუსი, ვერონა-ლაციო, რომა-კატანია, სამპდორია-პარმა, სასუოლო-ფიორენტინა, ტორინო-კიევო, ინტერი-მილანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული