ანდრეა ანიელი: "იუვენტუსი" კონტესა და პირლოს გარეშე ვერ წარმომიდგენია, პოგბას შენარჩუნება კი გაგვიჭირდება

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ გუნდის მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესა და ფეხბურთელებზე - ანდრეა პირლოსა და პოლ პოგბაზე ისაუბრა.

"ანტონიო კონტეს მუშაობით კმაყოფილი ვარ, ხოლო ის ბედნიერია "იუვენტუსში". არ შემიძლია "იუვენტუსი" კონტეს გარეშე წარმოვიდგინო.

რაც შეეხება პირლოს, მას ვუთხარი, რომ აქ მისი სახლია. ზამთრის ბოლოს პირლო ბეპე მაროტასთან საკუთარ მომავალს დაგეგმავს. ვფიქრობ, ანდრეა კიდევ დარჩება "იუვენტუსში".

შეგახსენებთ, რომ პირლოს კონტრაქტი კლუბთან სეზონის დასრულების შემდეგ მთავრდება.

პოგბა? საკმარისი რესურსი არ გაგვაჩნია, რომ ხელფასი გავზარდოთ. ვინ იხდის იტალიაში 5 ან 6 მილიონ
ევროს წელიწადში?

პოგბა ისე განიხილება, როგორც მსოფლიოს პოტენციური საუკეთესო ნახევარმცველი. ჩვენთვის რთული იქნება მისი დიდი ხნით დატოვება გუნდში, თუმცა ახლა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით პრობლემები არ უნდა გაჩნდეს.

ტრანსფერები იანვარში? ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა იმისთვისაა, რომ რამე გამოასწორო. არ მგონია, ჩვენთან ამის საჭიროება იყოს. ვნახოთ, რა იქნება ივნისში",
- თქვა ანიელიმ.

მომზადებულია Football Italia-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული