მით უმეტეს, მარიო გომესის სახით ფლორენციელებს მეორე ფორვარდიც დაშავებული ჰყავთ და ასე, უთავდამსხმელოდ რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლა წარმოუდგენელია, ცხადზე უცხადესია. ამიტომ ტოსკანელების ნომერ პირველი სატრანსფერო ს
"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფლორენციელების ნომერ პირველი სამიზნე სტევან იოვეტიჩია, ალტერნატიულ ვარიანტად კი აბელ ერნანდესი მიიჩნევა. დიახ, ეს ის იოვეტიჩია, სწორედ "ფიორენტინადან" რომ გადავიდა "მანჩესტერ სიტიში" და ინგლისურ ფეხბურთს ჯერჯერობით ვერ მოერგო. ფლორენციული კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა დელა ვალემ არ დამალა, რომ ყველაზე სასურველი ვარიანტი სტევანის იჯარით აყვანა იქნებოდა, მაგრამ იქვე დასძინა, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა:
"იოვეტიჩსაც ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, უკვე მწყობრშია. ამიტომ მისი ნახევარი წლით დამატება ამ რთული ვითარებიდან იდეალური გამოსავალი იქნებოდა. ვნახოთ, ჩვენსას შევეცდებით, მაგრამ მაინცდამაინც ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. უფრო რეალური აბელ ერნანდესის გადაბირებაა, რომელიც "პალერმოში" ასპარეზობს და გოლების გატანაც ეხერხება. მართალია, სიცილიელები ელიტაში აღზევებისთვის იბრძვიან, მაგრამ თავად ფეხბურთელს უკვე სურს სერია A-ში ასპარეზობა".
ამ თემაზე მოკლე კომენტარი ერნანდესმაც გააკეთა და არ დამალა, რომ "ფიორენტინაში" სიამოვნებით გააგრძელებს კარიერას. "გაძეტას" პროგნოზით, სიცილიელები აბელის განათხოვრებაზე უარს იტყვიან და ფლორენციელებს ურუგვაელის ყიდვას შესთავაზებენ - ერნანდესის საბაზრო ღირებულება 10 მილიონი ევროა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"