"მილანში" კლარენს ზეედორფს ელიან

AutoSharing Option
პრაქტიკულად გადაწყვეტილია, ხუთშაბათს კლარენს ზეედორფი ლომბარდიის დედაქალაქში იქნება და "მილანთან" ხელშეკრულებას გააფორმებს.

ერთი ვერსიით, კონტრაქტი 1.5-იანი იქნება, ხოლო მეორე ვერსიით, 2.5-წლიანი. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია, რომ "ზე" "როსონერის" ჩაიბარებს და მსოფლიო საკლუბო ფეხბურთის გრანდის ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება.

იქამდე, კერძოდ კი, "სპეციასთან" სათასო პაექრობაში, "მილანს" მაურო ტასოტი გაუძღვება.

ამ უკანასკნელმა უკვე გააკეთა მოკლე კომენტარი კლარენსის დანიშვნასთან დაკავშირებით:

"ზეს მოუთმენლად ველოდებით და გვეიმედება, რომ ეს საკადრო ცვლილება გუნდზე კარგად აისახება. ვფიქრობ, ზეედორფი ფეხბურთელებს რწმენას დაუბრუნებს, რაც კრიზისის დაძლევის უმთავრესი
საწინდარია. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო მასიმილიანო ალეგრის, მან ყველაფერი გააკეთა გუნდის საკეთილდღეოდ"
.

სავარაუდოდ, მაურო ტასოტი კლარენს ზეედორფის თანაშემწედ იმუშავებს, თუმცა ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი კვირის ბოლოს გვეცოდინება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
Sportmediaset: "მილანი" ზეედორფთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს