იტალიის ნაკრები: მარკო ვერატიმ შეკრება დატოვა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის ემზადება, რის შემდეგაც ამხანაგური პაექრობა ელის.

16 ნოემბერს "სკუადრა აძურა" ხორვატიას შეებრძოლება, ორი დღეში კი - ალბანეთს. იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარკო ვერატიმ ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და სანაკრებო შეკრების დატოვება მოუხდა. ამ თემაზე კომენტარი თვით ანტონიო კონტემ გააკეთა:

"მარკომ ფეხში ტკივილი იგრძნო და უახლოეს შეხვედრებში ვერ ითამაშებს. საბედნიეროდ, ტრავმა მსუბუქია, მაგრამ არა იმდენად, რომ ხორვატიას ეთამაშოს. ამიტომ მარკო პარიზში დაბრუნდება და პსჟ-ის ექიმთა მეთვალყურეობის ქვეშ გადავა. ვინ შეცვლის ვერატის? - ამ
ეტაპზე არავის გამოძახება არ იგეგმება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული