მარიო ბალოტელიმ იტალიის ნაკრების საწვრთნელი ბანაკი ნაადრევად დატოვა

AutoSharing Option
"ლივერპულის" იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი თავის ეროვნულ ნაკრებს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ხორვატიასთან შეხვედრაში ვერ დაეხმარება. სუპერმარიო ვერც მოგვიანებით - ალბანეთთან ამხანაგურ მატჩში ითამაშებს.

იტალიური პრესის ინფორმაციით, ფორვარდმა 14 ნოემბერს გამართულ ვარჯიშზე კუნთი იტკინა და უკვე დატოვა "სკუადრა აძურას" საწვრთნელი ბანაკი.

ანტონიო კონტეს გუნდს სხვა დანაკლისიც აქვს - ნაკრებს უახლოეს მატჩებში ვერ ითამაშებს "იუვენტუსის" მცველი ანჯელო ოგბონაც, რომელსაც ტრავმა აწუხებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და ხორვატიის ნაკრებთა შეხვედრა 16 ნოემბერს, მილანში გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული