მაკედამ არჩევანი გააკეთა

AutoSharing Option

პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი ფედერიკო მაკედა სეზონის ბოლომდე “სამპდორიას” ღირსებას დაიცავს. ნიჭიერი ახალგაზრდა იტალიელი უკვე დიდი ხანია ინგლისურ გრანდში ირიცხება, თუმცა მეტწილად სათადარიგოთა სკამზე უწევს ჯდომა, რამაც აიძულა სათამაშო პრაქტიკის მისაღებად სხვა გუნდში გადასვლაზე ეფიქრა.

“მანჩესტერი” ახალგაზრდა ტალანტს ასე იოლად არ შეელევა, ამიტომ, გადაწყდა, რომ მაკედა სეზონის ბოლომდე გაენათხოვრებინათ. მსურველი არაერთი გამოჩნდა, მათ შორის “ლაციო” და “ნაპოლი”, თუმცა თავად ფეხბურთელმა გენუურ ვარიანტს მიანიჭა უპირატესობა. ამ გადაწყვეტილებას მაკედას პირადი აგენტი, ჯოვანი ბია შემდეგნაირად ხსნის:

“99%-იანი ალბათობით, სეზონის ბოლოს

მაკედა ისევ "მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნდება, იქამდე კი “სამპდორიაში” სათამაშო პრაქტიკას მიიღებს. შემოთავაზება იყო “ლაციოდან” და “ნაპოლიდან”, თუმცა ვიფიქრეთ და არჩევანი “სამპაზე” შევაჩერეთ. “ლაციოში” რამდენიმე მაღალი კლასის შემტევი ასპარეზობს და ვერავინ მოგვცა გარანტია, რომ ფედერიკო ძირითად შემადგენლობაში ითამაშებდა, იგივე მოხდა ნეაპოლელთა შემთხვევაშიც. აი, “სამპას” კი ძალიან უჭირს შეტევაში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გუნდი ანტონიო კასანომ დატოვა.

 

ვფიქრობ, ეს ნახევარწლიანი თანამშრომლობა ფეხბურთელისთვის და გუნდისთვის ძალიან წარმატებული იქნება”.

 

 

.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული