დავიდე სანტონი მილანის "ინტერში" დაბრუნდა

AutoSharing Option
"ინტერმა" "ნიუკასლიდან" 24 წლის მცველი დავიდე სანტონი გადაიბირა და ამით ზამთრის სატრანსფერო კამპანია დაასრულა.

დავიდე სწორედ "ნერაძურის" აღზრდილია და მშობლიური გუნდი მაშინ დატოვა, როდესაც იქ უდიდესი კონკურენცია იყო და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის შანსი არ ჰქონდა.

მაშინ "ინტერის" ფლანგებს დუგლას მაიკონი და ხავიერ ძანეტი ამაგრებდნენ, ახალგაზრდა უკანახაზელი კი ინგლისში გადაბარგდა და "ნიუკასლში" 3.5 წელი გაატარა. სანტონი "ინტერში" იჯარით დაბრუნდა, ზაფხულში კი მისი გამოსასყიდი თანხა 8 მილიონი ევრო იქნება. თავად ფეხბურთელი იტალიაში დაბრუნებით კმაყოფილია:

"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე კვლავ ვითამაშებდი "ინტერში", მაგრამ
ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე. თავის დროზე, "ნერაძურის" შეეძლო, რომ იჯარით გავეშვი, მაგრამ მაშინ არც მწვრთნელი ფიქრობდა ჩემ შესაძლო დაბრუნებაზე და არც კლუბის მესვეურები. ნებისმიერ შემთხვევაში, იტალიაში დაბრუნებამ ძალიან გამახარა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ "ინტერის" ძირითად შემადგენლობაში დავიმკვიდრო ადგილი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული