პაბლო დანიელ ოსვალდო: "ინტერში" თავს ცუდად ვგრძნობდი

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსის" ახალწვეულმა, 29 წლის პაბლო დანიელ ოსვალდომ "გაძეტა დელო სპორტს" საინტერესო კომენტარი მისცა და "ინტერიდან" აბარგების მიზეზებზე ისაუბრა:

"უნდა ვაღიარო, რომ "ინტერში" თავს ცუდად ვგრძნობდი და წასვლა ჩემი ინიციატივა იყო. პრობლემა არა მოედანზე, მოედანს მიღმა იყო და არც ესაა დასამალი. მაურო იკარდისთან კონფლიქტი მხოლოდ ერთი ფრაგმენტი იყო ბევრი გაუგებრობის, რომელიც გამოვიარე.

სამწუხაროა, რომ მოვლენები ასე განვითარდა, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით. სიმართლე გითხრათ, იკარდისთან შედარებით ნორმალური ურთიერთობა მქონდა, სხვებთან ვერ გამოვნახე საერთო ენა. მოვა დრო და კარტებს ბოლომდე გავხსნი. რაც
შეეხება "იუვენტუსში" შესაძლო გადაბარგებას, იყო ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მე "ბოკა ხუნიორსისკენ" მიმიწევდა გული.

არგენტინაში თავს დიდებულად ვგრძნობ, "ბოკაში" თამაში კი ახდენილი ოცნებაა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ