კარლო ტავეკიო: სერია A-ში გუნდების რაოდენობის შემცირება აუცილებელია

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს თებერვალში სანაკრებო შეკრების მოწყობა და ერთი საკონტროლო თამაშის ჩატარება სურდა, მაგრამ გადატვირთული საკლუბო კალენდრის გამო ეს ვერ მოახერხა.

შედეგად, კონტე უკიდურესად აღშფოთებული იყო და სწორედ მაშინ დაირხა ხმები, რომ "სკუადრა აძურას" დატოვებას აპირებდა. ამ თემას იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი კარლო ტავეკიო გამოეხმაურა და საინტერესო კომენტარი გააკეთა:

"კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სერია A-ში გუნდების რაოდენობის შემცირება აუცილებელია და მიხარია, რომ ეს დრო მალე
დადგება. ელიტარულ ლიგაში რომ 18 გუნდი თამაშობდეს, კონტე თებერვალში სანაკრებო შეკრებას ჩაატარებდა და ეს ჩვენს ეროვნულ გუნდს წაადგებოდა. კალენდრის განტვირთვა აუცილებელია და ეს სადავო აღარაა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ფეხბურტელებზეა ლაპარაკი, ევროტურნირებზე რომ მონაცილეობენ, ჩვენები სეზონში ასჯერ უნდა ათამაშO რომ თამაშI ისწავლონ
shukovans
16:44 13-03-2015
0
ტავეკიო კარგი ხარ, ჯერჯერობით ამართლებ
შაკო
14:02 13-03-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული