იუვენტუსი-ლაციო 2:0 - იტალიის ჩემპიონმა სუპერთასიც მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
8 აგვისტოს ჩინეთის ქალაქ შანხაიში იტალიის სუპერთასის მატჩი გაიმართა ტურინის "იუვენტუსსა" და რომის "ლაციოს" შორის, რომელიც ტურინულმა გრანდმა 2:0 მოიგო.

ორივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა და ორივე "იუვენტუსის" ახალწვეულებმა გაიტანეს - შტეფან ლიხტშტაინერის ჩაწოდებას მარიო მანჯუკიჩი გამოეხმაურა, ოთხ წუთში კი პოლ პოგბას პასით, პაულო დიბალამ გაიტანა.

ასე რომ, იტალიის სუპერთასი მეშვიდედ მოიგო "ბებერმა ქალბატონმა", "მილანს" 6 ტიტული აქვს.

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "მოხარული ვარ ბიჭების გამარჯვების გამო - ისინი იოლად შეეგუენ მინდვრის საშინელ საფარს. ისეთი მოედანი იყო, რომ ხასიათის გამოვლენის გარეშე
არაფერი გამოვიდოდა.

რამდენიმე კარგი მომენტი გვქონდა, ერთი საშინლად გავანიავეთ, მაგრამ ორი გამოვიყენეთ. ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება და თავის გამოჩენა ახალწვეულებისთვის. სუპერთასი მნიშვნელოვანი ტურნირია და აქ გამარჯვება ყოველთვის სასიხარულოა".

იტალიის სუპერთასი
იუვენტუსი-ლაციო 2:0
გოლები: 1:0 მანჯუკიჩი (69), 2:0 დიბალა (73).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული