"იუვენტუსის" ახალი პრობლემა - ალვარო მორატა ერთ თვეს იუქმებს

AutoSharing Option
ცუდი ამბავი გვაქვს ტურინის "იუვენტუსის" გულშემატკივრებისთვის, რადგან გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი დამრტყმელი ძალა, ალვარო მორატა ეროვნულ ნაკრებში თამაშისას მძიმედ დაშავდა.

ესპანეთი-ლუქსემბურგის მატჩის 33-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც 22 წლის ფორვარდმა ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. როგორც მოგვიანებით გაცხადდა, მორატამ მყესი დაიზიანა და მინიმუმ ერთი თვე მოუწევს უქმობა. ითქვა ისიც, რომ ალვარო მყესის გაწყვეტას გადაურჩა და ასეთ შემთხვევაში, ნახევარი წელიწადი ვერ დაუბრუნდებოდა მოედანს.

ესპანეთის ნაკრებმა მიზანს მიაღწია, ლუქსემბურგი დიდი ანგარიშით დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა; აი, "იუვენტუსს" კი მორატა ძალიან დააკლდება.

ამ ერთ თვეში "იუვენტუსს" უმნიშვნელოვანესი მატჩები ელის - სერია A-ს მომდევნო ტურში ტურინული გრანდი "ინტერს" შეერკინება, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის პაექრობაა მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან". მოკლედ, წინ პრინციპული მატჩებია, მასიმილიანო ალეგრის კი ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული