ალვარო მორატამ "იუვენტუსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" ესპანელმა ფორვარდმა ალვარო მორატამ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა.

ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა "ტვიტერმა" გაავრცელა.

ხელფასის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. იტალიური გამოცემების ინფორმაციით, ფეხბურთელის კონტრაქტში კვლავაც უცვლელად დარჩება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მადრიდის "რეალს" მისი ყიდვა ნებისმიერ დროს შეეძლება.

შეგახსენებთ, რომ ესპანელი ტურინულ გუნდში "რეალიდან" 2014 წლის ზაფხულში გადავიდა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნებისმიერ დროს არ შეუძლია, მხოლოდ 2016 წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შეუძლია 35 მლნ ევროდ, მერე უკვე აღარ. ასევე შეეძლო ამ, 2015 წლის ზაფხულში 30 მლნ-ად ეყიდა, მაგრამ "ვაკანსია" არ ჰქონდა :))
იუვენტინო
17:40 11-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული