ამის შესახებ ინფორმაცია კლუბის ოფიციალურმა "ტვიტერმა" გაავრცელა.
ხელფასის რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. იტალიური გამოცემების ინფორმაციით, ფეხბურთელის კონტრაქტში კვლავაც უცვლელად დარჩება პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მადრიდის "რეალს" მისი ყიდვა ნებისმიერ დროს შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ ესპანელი ტურინულ გუნდში "რეალიდან" 2014 წლის ზაფხულში გადავიდა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 19 შეხვედრაში 23 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე 3 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.