ანდრეი შევჩენკომ მიხაილოვიჩს მხარი დაუჭირა

AutoSharing Option
"მილანის" ყოფილი თავდამსხმელის, ანდრეი შევჩენკოს თქმით, ლომბარდიული გრანდის მესვეურებმა სინიშა მიხაილოვიჩს დრო უნდა მისცენ და ულტიმატუმის ენით არ ელაპარაკონ:

"სინიშა მიხაილოვიჩი კარგი მწვრთნელია და ვფიქრობ, რომ მის ხელში "მილანი" გაცილებით უკეთ ათამაშდება. მთავარია, რომ კლუბის მესვეურებმა სრული ნდობა გამოუცხადონ და ულტიმატუმები არ წაუყენონ, რადგან ეს სტრესს იწვევს და საქმეს არ ადგება.

მიმდინარე სეზონში "მილანის" რამდენიმე კარგი მატჩი ვნახე და ვფიქრობ, რომ ამ გუნდს შესწევს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლის უნარი".

შევჩენკომ მარიო ბალოტელიზეც ისაუბრა და შემდეგი განაცხადა: "ვერ გეტყვით, არის თუ არა
ეს ბალოტელის ბოლო შანსი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ მარიო უნიჭიერესი ფეხბურთელია და დროა, რომ შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინოს. "მილანში" მას ყველა პირობა აქვს შექმნილი და იმედია, რომ ძველ ფორმას დაიბრუნებს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ