"ნაპოლის" გონსალო იგუაინის შენარჩუნება ახალი კონტრაქტით სურს

AutoSharing Option
იტალიური "ნაპოლის" ხელმძღვანელობას კლუბის არგენტინელ ფორვარდ გონსალო იგუაინთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურს.

ინფორმაციას ამის შესახებ La Repubblica ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ნეაპოლელებს, ახალი კონტრაქტის მეშვეობით, კლუბში 28 წლის ფორვარდის შენარჩუნება სურთ, რომელმაც სერია A-ს მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 20 შეხვედრაში 20 გოლი გაიტანა.

იგუაინის მოქმედი კონტრაქტი "ნაპოლისთან" 2018 წლამდეა გათვლილი, გამოსასყიდი თანხა კი 94 მილიონ ევროს შეადგენს.

ახალი კონტრაქტი 2019 წლამდე იქნება გათვლილი, რომლის მიხედვით, ფეხბურთელს ხელფასი გაეზრდება, გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონ ევრომდე აიწევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული