რა ღირს გონსალო იგუაინი - "პიპიტა" 100 მილიონად შეფასდება

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" მესვეურები გონსალო იგუაინთან ხელშეკრულების გახანგრძლივებას აპირებენ.

არგენტინელი ფორვარდის მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, თუმცა ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს მისი კიდევ ორი წლით გახანგრძლივება სურს. ამასთან, აურელიო დე ლაურენტისი ხელშეკრულებაში ერთი ახალი პუნქტის ჩადებას აპირებს, რომლის მიხედვითაც, გონსალოს გადაბირების მსურველს 100 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

როგორც ჩანს, დე ლაურენტისს სურს, რომ გონსალო იგუაინმა კარიერა "ნაპოლიში" დაასრულოს, რადგან 100 მილიონს რომ არგენტინელში არავინ გადაიხდის, ცხადზე უცხადესია.

მით უმეტეს, იგუაინი უკვე 28 წლისაა და მასზე,
როგორც პერსპექტიულ ახალგაზრდა ფეხბურთელზე, ვერ ვისაუბრებთ.

აქვე ვთქვათ, რომ მიმდინარე სეზონში იგუაინი ბრწყინვალედ ასპარეზობს და სერია A-ს 20 ტურში ამდენივე გოლი აქვს გატანილი, ასეთი შედეგი კი ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში არც ერთ თავდამსხმელს არ აქვს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აუბამეიანგს 17 თამაშში 18 გოლი აქვს!
ლევანი
17:54 19-01-2016
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული