ანტონიო კასანო: ვზარმაცობდი და ვარჯიშებზე ბოლომდე არ ვიხარჯებოდი

AutoSharing Option
ანტონიო კასანო გამორჩეული ნიჭის ფეხბურთელია, თუმცა 33 წლის ისე გახდა, რომ შესაძლებლობები სრულად ვერ წარმოაჩინა. დიდი ფეხბურთი უდავოდ ითამაშა, ერთი ხანობა იტალიის ნაკრებშიც ივარგა და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მადრიდის "რეალში" ირჯებოდა, თუმცა გაცილებით მეტი რომ შეეძლო, ცხადზე უცხადესია.

როგორც თავად ფეხბურთელი ამბობს, საკუთარი კარიერა თვითონვე დაღუპა, თუმცა ამას ძალიან გვიან მიხვდა:

"მეტის გაკეთება შემეძლო და გული მწყდება, რომ ეს ვერ შევძელი. ვუყურებ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რომელთა სატრანსფერო ფასი 50-60 მილიონი ევროს ფარგლებში ტრიალებს
და მეცინება, რადგან მათში არ არის ინდივიდუალიზმი და ყველანი ერთმანეთს ჰგვანან.

შემეძლო, გაცილებით დიდი ფეხბურთი მეთამაშა, მაგრამ საკუთარი კარიერა თვითონვე დავღუპე. როდესაც მკაცრი მწვრთნელი შემხვდებოდა, წესებს არ ვემორჩილებოდი, კონფლიქტში შევდიოდი და ბუნტს ვტეხდი. თუ მწვრთნელს რბილი ხასიათი ჰქონდა, ამას კარგად ვიყენებდი, ვზარმაცობდი და ვარჯიშებზე ბოლომდე არ ვიხარჯებოდი.

მითხარით, ასეთი მიდგომით საერთოდ რას უნდა მიაღწიოს ფეხბურთელმა? - სამწუხაროა, რომ ამას მაშინ მივხვდი, როდესაც საუკეთესო წლები ჩავლილია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული