სერია A. XXVI ტური: "ნაპოლიმ" შანსი ვერ გამოიყენა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მას შემდეგ, რაც "იუვენტუსმა" "ბოლონიასთან" ქულები დაკარგა, "ნაპოლიმ" შანსი მიიღო, რომ დაებრუნებინა პირველი ადგილი სატურნირო ცხრილში.

ამისთვის, საკუთარ კედლებში "მილანის" დამარცხება იყო საჭირო. მაურიციო სარის გუნდი ფავორიტად ითვლებოდა და უპირატესობით წარმართა შეხვედრა, რაც სტატისტიკაზეც შესაბამისად აისახა, თუმცა მასპინძლებმა მიზანს ვერ მიაღწიეს და მეტოქეს ქულები გაუყვეს.

ანგარიში ლორენცო ინსინიემ გახსნა, რომელმაც შორი მანძილიდან დაარტყა ჯანლუიჯი დონარუმას კარის მიმართულებით და ბურთი რიკოშეტის შემდეგ გაეხვა ბადეში. "მილანმა" მალევე გაათანაბრა, საპასუხო გოლი კი ჯაკომო ბონავენტურას ანგარიშზეა, რომელმაც კეისუკე ჰონდას ჩაწოდების შემდეგ, კარის შორეული ძელი
"ჩაკეტა", ბურთს საჭირო ადგილას დახვდა და კარშიც შეაგდო.

ისიც ვთქვათ, რომ ჰონდას იდეალურო ჩაწოდება არ გამოუვიდა, თუმცა ბურთს მიმართულება ნეაპოლელთა მცველმა კალიდუ კულიბალიმ შეუცვალა და ბონავენტურას ზედ ფეხზე დაასვა.

ნეაპოლელებს დიდი უპირატესობა ჰქონდათ ბურთის ფლობაში, კარშიც მეტჯერ დაარტყეს, მაგრამ არც "მილანს" უთამაშია ურიგოდ და სინიშა მიხაილოვიჩის გუნდს ფრეს ვერავინ დაამადლებს, ამ ყველფრით კი "იუვენტუსმა" იხეირა და ცხრილის სათავეში დარჩა.

ნაპოლი-მილანი 1:1
გოლები: 1:0 ინსინიე (39), 1:1 ბონავენტურა (44)
ნაპოლი (4-3-3): რეინა - ჰიუსაი, ალბიოლი, კულიბალი, გულამი - ალანი (80. გაბიადინი), ჟორჟინიო, ჰამშიკი - ინსინიე (90. ელ ქადური), კალეხონი (65. მერტენსი), იგუაინი
მილანი (4-4-2): დონარუმა - აბატე, ალექსი, საპატა, ანტონელი - ჰონდა, მონტოლივო (83. ბერტოლაჩი), კუცკა, ბონავენტურა - ნიანგი (87. ბალოტელი), ბაკა (72. მენეზი)
გაფრთხილება: დონარუმა, მონტოლივო (მილანი)
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 12-14; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 16-4 (4-2); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 55 000

ბომბარდირები: 24 - გონსალო იგუაინი (ნაპოლი); 13 - პაულო დიბალა (იუვენტუსი); 13 - კარლოს ბაკა (მილანი); 12 - მარტინს ედერი (სამპდორია); 11 - მასიმო მაკარონე (ემპოლი), ნიკოლა კალინიჩი (ფიორენტინა); 10 - ლეონარდო პავოლეტი (ჯენოა), იოსიპ ილიჩიჩი (ფიორენტინა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული