სერია A. XXIX ტურის ფაქტები და სტატისტიკა: წამები იტალიის რეკორდამდე

AutoSharing Option
* პაულო დიბალამ თავისი მე-14 გოლი გაიტანა. ეს უკვე 1 ბურთით მეტია, ვიდრე მისი მთელი მონაგარი წინა სერია A-ში.

* ჯანლუიჯი ბუფონს უკვე 904 წუთია (დამატებითი წუთების გამოკლებით) ჩემპიონატში გოლი არ გაუშვია. ეს ისტორიაში მეორე საუკეთესო მშრალი სერიაა. რეკორდამდე ცოტა რჩება. დამატებითი წუთების ჩათვლით, ჯიჯის უკვე 926 წუთია არ გაუშვია და 3 წუთით ჩამორჩება რეკორდსმენ სებასტიანო როსის. ბუფონმა "სასუოლოსთან" მატჩის მერე დინო ძოფს გადაასწრო.

* "იუვენტუსს" უკვე 10 ტურია, გოლი არ გაუშვია, რაც სერია A-ს ახალი რეკორდია.

* "ბოლონიას" 24
მატჩის პირველ ტაიმში არ აქვს გოლი გაშვებული.

* პენალტების გარდა, ბოლონიელებს სტანდარტული მდგომარეობების მერე მიმდინარე სეზონში გოლი არ გაეშვათ და ახლა ერთბაშად ორი ბურთი მიიღეს.

* "ინტერმა" ზედიზედ მე-4 საშინაო მატჩი მოიგო. მსგავსი სერია მილანელებს 2012 წლის მაისის მერე არ ჰქონიათ.

* "მილანის" ბოლო 6 გოლიდან 3 სტანდარტული მდგომარეობების შემდგომ გავიდა (2 კუთხურს მოჰყვა).

* "როსონერიმ" "კიევოს" კარში პირველ ტაიმში ოდენ 2-ჯერ დაარტყა. ამაზე ცუდი შედეგი მილანელებს აქამდე მხოლოდ "ფიორენტინასთან" ჰქონდათ (1).

* "რომას" მატჩების საწყის 15 წუთში 11 ბურთი აქვს გატანილი, რაც მიმდინარე სერია A-ში საუკეთესო შედეგია.

* მირალემ პიანიჩი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც სერია A-ს ბოლო 2 სეზონში 10 და მეტი საგოლე გადაცემა დააგროვა. წინა სეზონში მას 10 ასისტი ჰქონდა და ახლა უკვე ამდენივე აქვს.

* სტეფანო მაურიმ "ლაციოს" მაისურით მე-300 მატჩი ჩაატარა.

* "ნაპოლიმ" ისტორიაში პირველად შეძლო სერია A-ს საწყის 29 ტურში 19 შეხვედრის მოგება.

* 29 ტურის მერე ნეაპოლიტანელებს 64 ქულა აქვთ, ანუ უკვე ერთით მეტი, ვიდრე მთელ წინა სეზონში მოუყარეს თავი.

* გონსალო იგუაინს 29 ტურში 27 გოლი უგროვდება. არგენტინელს საშუალოდ ყოველ 91 წუთში ერთხელ გააქვს. მას ამ 27 გოლიდან 11 პენალტით აქვს გატანილი და კიდევ 4 თერთმეტმეტრიანი გაცუდებული აქვს. "პიპიტას" საუკეთესო შედეგი სწორედ 27 გოლია, რომელსაც მან "რეალის" მაისურით 2009/10 წლების სეზონში მოუყარა თავი (32 მატჩში).

* "პალერმოს" მიმდინარე ჩემპიონატში ყველაზე მეტი (8) საშინაო მარცხი აქვს.

* "პალერმოს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ვალტერ ნოველინოს ჰქონდა დებიუტი, სწორედ იმ გუნდის ("ნაპოლი") წინააღმდეგ, რომელსაც 1999/2000 წლების სეზონში სერია A-ში აღზევებაში დაეხმარა. ნოველინოს გუნდს სერია A-ში მატჩი 2009 წლის 22 მარტის მერე არ გაუმართავს. სხვათა შორის, მან "ნაპოლისთან" პირველად წააგო 2 ფრისა და 2 მოგების შემდეგ.

* პაულო დიბალას საჯარიმოს გარედან დარტყმებით უკვე 5 გოლი აქვს გატანილი. საშუალოდ არგენტინელი ყოველი 8 დარტყმიდან ერთს გოლით ასრულებს. ეს საუკეთესო მაჩვენებელია სერია A-ში 30-ზე მეტი დარტყმის მქონე ფეხბურთელებს შორის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ... წერთ იგუაინს 11 პენალტიო, სულ სამი პენალტი აქვს გატანილი ამ სეზონში
tato
15 მარტი 2016 11:20
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული