* 30 ტურის მერე "ნაპოლის" 67 ქულა აქვს. გუნდმა 20 მატჩის მოგება შეძლო. მსგავსი მაჩვენებლები ნეაპოლიტანელებს ამ ეტაპისთვის აქამდე არასდროს ჰქონიათ.
* "რომას" დარტყმების 19% გოლით მთავრდება. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
* იტალიის ჩემპიონატში თავური დარტყმებით ყველაზე მეტი გოლი "ემპოლის" აქვს გაშვებული (11). ხოლო ყველაზე მეტი "ვერონას" გატანილი (9).
* ლუჩანო სპალეტის მოსვლის მერე მხოლოდ
* რაჯა ნაინგოლანმა მიმდინარე სერია A-ში თავისი სამივე გოლი მას მერე შეაგდო, რაც "გლადიატორები" სპალეტიმ ჩაიბარა.
* ივან პერიშიჩმა "ინტერის" ბოლო 6 გოლიდან 4-ში მიიღო მონაწილეობა - 3 გაიტანა, 1 გაატანინა.
* ალესანდრო დიამანტი ყოფილ გუნდ "ბოლონიასთან" შეხვედრაში გოლს პლუს პასით გამოირჩა. აქამდე იგი ბერგამოელებს გატანაში ვერ ეხმარებოდა. უკანასკნელად დიამანტი სერია A-ს ერთ მატჩში ორ გოლში 2013 წლის თებერვალში ფიგურირებდა.
* პოლ პოგბას "იუვენტუსის" მაისურით პირდაპირ ჯარიმიდან ორჯერ აქვს გოლი გატანილი და ორივეჯერ "ტორინოს" კარში (ერთხელ იტალიის თასზე).
* ანდრეა ბელოტის პენალტმა "იუვენტუსს" სერია A-ში ათმატჩიანი მშრალი სერია დაუსრულა.
* ჯანლუიჯი ბუფონი, მშრალი სერიის მხრივ, სერია A-ს ახალი ყველა დროის რეკორდსმენი გახდა. მან 974 წუთის განმავლობაში არ გაუშვა გოლი და 1993/94 წლების სეზონში "მილანის" მეკარის, სებასტიანო როსის მიერ დამყარებული რეკორდი (929 წუთი) გააუმჯობესა. ეს სერია მას მერე დაიწყო, რაც 10 იანვარს ჯიჯის ანტონიო კასანომ გაუტანა, ხოლო შეწყდა პენალტით, რომელიც ბელოტიმ აქცია გოლად.
* ყველა ტურნირის ჩათვლით, "ტორინომ" ამ სეზონში 4 ბურთი მხოლოდ ორჯერ გაუშვა და ორივეჯერ თანაქალაქელი "იუვესგან". "ტოროს" "იუვენტუსთან" ბოლო 15 "დერბი დელა მოლედან" 13 წაგებული აქვს - 1 მოგება, 1 ფრე.
* ისტორიაში პირველად, "ლაციომ" მიყოლებით 6 საგარეო ფრე დააფიქსირა სერია A-ში.
* ალვარო მორატას იტალიის ჩემპიონატის ბოლო ორ სეზონში ყველაზე მეტი (7) გოლი აქვს შეცვლებზე შემოსვლის მერე.
* "რომამ" მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ გაარტყა ბურთი ძელს. ამ მხრივ, მეორეზე "მილანია" (12).
* ანტონიო მირანტეს კარიერის განმავლობაში 58 პენალტი დაურტყეს და აქედან 14 მან არ გაუშვა - 10 აიღო, 3 ასცდა, 1 ძელს მოხვდა.
* "ვერონას" ასეთი ცუდი სეზონი ბოლო 24 წლის განმავლობაში არ ჰქონია. გუნდი 22 შეხვედრაა, საშინაო მატჩში კარის მშრალად შენახვასაც ვერ ახერხებს.
* კევინ ლაზანიას ოთხივე გოლი შეცვლაზე შემოსვლის მერე აქვს გატანილი. "კარპის" სტუმრად ჩატარებულ თამაშებში მხოლოდ 4 ბურთი აქვს შეგდებული და აქედან 3 ლაზანიაზე მოდის.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"