ჩინელებმა გრაციანო პელე ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელად აქციეს

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების თავდამსხმელი გრაციანო პელე, რომელიც ახლახან "საუთჰემპტონიდან" ჩინურ კლუბ "შანდუნ ლუნენში" გადავიდა, მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა ათეულში მოხვდა.

გრაციანო, რომელიც აზიურ კლუბში გატარებულ 2,5 წელიწადში ჯამში 40 მლნ ევროს მიიღებს, ამ ჩამონათვალში მეექვსე ადგილს იკავებს.

ამრიგად, პელეზე მეტს დღეს მსოფლიოში მხოლოდ ხუთი ფეხბურთელი გამოიმუშავებს: კრიშტიანო რონალდო, ლიონელ მესი, ჰალკი, ნეიმარი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

მსოფლიოს მაღალანაზღაურებად ფეხბურთელთა ტოპ-ათეული:

1. კრიშტიანო რონალდო - 21 მლნ ევრო (წელიწადში)
2. ლიონელ მესი - 20 მლნ
3. ჰალკი -
19 მლნ
4. ნეიმარი - 19 მლნ
5. ზლატან იბრაჰიმოვიჩი - 16 მლნ
6. გრაციანო პელე - 16 მლნ
7. თომას მიულერი - 13,5 მლნ
8. ესეკიელ ლავეცი - 13 მლნ
9. ჯექსონ მარტინესი - 12,5 მლნ
10. ტიაგო სილვა - 12 მლნ.