მუნდიალი 2018. შესარჩევი. III ტური. F ჯგუფი: უკბილო ლომები და შერცხვენილი შოტლანდია [VIDEO]

AutoSharing Option
ინგლისელთა თამაში დიდ ინტერესს იწვევდა, მაგრამ ფანებს მოლოდინი კიდევ ერთხელ გაუწბილდათ. გარეთ საუთგეიტის გუნდი უნიათოდ და დუნედ გამოიყურებოდა, რასაც ცხადია მარტო რაჰიმ სტერლინგის არყოფნას ვერ დავაბრალებთ.

"ლომების" დროებითმა მწვრთნელმა უეინ რუნი სათადარიგოთა სკამზე დატოვა და მოგვიანებით გამოიყვანა, იქამდე კი ჯორდან ჰენდერსონი გააკაპიტნა. ინგლისელებს ტერიტორიული უპირატესობა კი ჰქონდათ, მაგრამ მასპინძლები გაცილებით მწვავედ უტევდნენ.

ამას სტუმრების მიერ დაცვაში დაშვებული სულელური შეცდომები ემატებოდა, რომლებითაც სლოვენიამ ვერ ისარგებლა.

ერთხელ ბურთი ინგლისელთა კარის ძელს მოხვდა, რამდენჯერმე ჯო ჰარტმა იყოჩაღა. აი, თავად "ლომებს" კი რეალური მომენტი
ფაქტობრივად არ ჰქონიათ. საბოლოო ჯამში, უგოლო ფრე მივიღეთ, რომლითაც ინგლისმა ჯგუფში პირველი ადგილი შეინარჩუნა.

სლოვაკეთს ორ წაგება ჰქონდა და გამარჯვება ესაჭიროებოდა, გუნდმაც მთელი შემართებით ითამაშა, მაგრამ თუ შოტლანდიას ასე მარტივად გადაურბენდა, ძნელი წარმოსადგენი იყო. სლოვაკებმა ბრიტანელებს შანსი არ დაუტოვეს და დამსახურებულად იმარჯვეს, რითაც ჯგუფიდან გასვლისთვის ბრძოლაში დაბრუნდნენ. რობერტ მაკმა ორი ბურთი გაიტანა და ერთხელაც ასისტენტად მოგვევლინა.

ლიტვამ კი ცოტათი ანერვიულა ქომაგები მალტასთან შეხვედრაში, მაგრამ საბოლოოდ თავისას მაინც მიაღწია და მატჩის მიწურულს ორჯერ შეაგდო.

ლიტვა-მალტა 2:0
გოლები: 1:0 ჩერნიხი (76), 2:0 ნოვიკოვასი (84)
ლიტვა (4-1-4-1): სეტკუსი - ვალტკუნასი, მიკუცკისი, ფრიდგეიმასი, ანდრიუსკევიჩუსი - ზულპა - ნოვიკოვასი (87. გრიგარავიჩუსი) - კუკლისი (79. ჩვედუკასი), სლივკა, ჩერნიხი - ვალსკისი (62. მატულევიჩუსი)
მალტა (5-3-2): ჰოგი - კარუანა, ბორგი, აგიუსი, მუსკატი, ზერაფა - ფენეჩი (85. პიზანი), სკიბორასი, კრისტენსენი (80. ეფიონგი) - შემბრი (83. მუსკატი), მიფსუდი
გაძევება: კარუანა (82)
გაფრთხილება: 2-3; კუთხური: 6-4; ჯარიმა: 17-11; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 12-4 (6-0); ბურთის ფლობა: 62%-38%; მაყურებელი: 4 500

სლოვაკეთი-შოტლანდია 3:0
გოლები: 1:0 მაკი (18), 2:0 მაკი (56), 3:0 ნემეცი (68)
სლოვაკეთი (4-4-1-1): კოზაჩიკი - საბო, შკრტელი, დურიცა, ჰოლუბეკი - დურისი, კუცკა, სკრინიარი, მაკი (80. შვენტო) - ჰამშიკი (87. კისი) - ნემეცი (69. ბაკოში)
შოტლანდია (4-5-1): მარშალი - პატერსონი, მარტინი, ჰენლი, ტირნი - დ. ფლეტჩერი (64. გრიფიტსი), ბენანი, რიტჩი (64. ანია), მაკარტური, სნოდგრასი - ს. ფლეტჩერი (76. მაკგინი)
გაფრთხილება: 1-0; კუთხური: 4-4; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 11-11 (8-5); ბურთის ფლობა: 48%-52%; მაყურებელი: 16 000

სლოვენია-ინგლისი 0:0
სლოვენია (4-1-3-2): ობლაკი - სტრუნა, სამარჯიჩი, ცესარი (68. მევლია), იოკიჩი - კრჰინი (84. ომლადიჩი) - კურტიჩი, ბირსა (59. კრონავეტერი), ვერბიჩი - ბეზიაკი, ილიჩიჩი
ინგლისი (4-3-3): ჰარტი - უოკერი, კეჰილი, სტოუნსი, როუზი - დაიერი, ჰენდერსონი, ალი (73. რუნი) - უოლკოტი (62. თაუნსენდი), ლინგარდი, სტარიჯი (82. რაშფორდი)
გაფრთხილება: 3-4; კუთხური: 4-8; ჯარიმა: 14-11; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 13-13 (4-4); ბურთის ფლობა: 35%-65%; მაყურებელი: 15 500
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 3 2 1 0 3-0 7
2. ლიტვა 3 1 2 0 5-3 5
3. სლოვენია 3 1 2 0 3-2 5
4. შოტლანდია 3 1 1 1 6-5 4
5. სლოვაკეთი 3 1 0 2 3-2 3
6. მალტა 3 0 0 3 1-9 0

მომდევნო ტური
11 ნოემბერი:
ინგლისი-შოტლანდია, მალტა-სლოვენია, სლოვაკეთი-ლიტვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული